იულონ მასკი: "მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაა... ეს ხელს შეუშლის კაცობრიობის განვითარებას"
იულონ მასკი შიშობს, რომ პლანეტაზე მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ეს კი ხელს შეუშლის მას (და კაცობრიობას) ტექნოლოგიების განვითარებაში, მარსის კოლონიზირებაში. ამის შესახებ მილიარდერმა, კომპანია Space X-ის ხელმძღვანელმა ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ინტერვიუსას მასკი დეტალურად საუბრობს საკუთარ პროექტებზე: ელექტრომობილებზე,ზებგერით მატარებლებზე, ახალ სკაფანდრებსა და მარსზე ფრენებზე.
ბიზნესმენის განცხადებით, სხვა პლანეტაზე ფორპოსტის აშენება კაცობრიობის მორალური ვალია. მასკმა ის შეადარა კომპიუტერული მონაცემების სარეზერვო კოპირებას.
მასკს მარსზე გაფრენისა და მისი კოლონიზაციის ტექნიკურ სირთულეებზე მეტად დედამიწაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აღელვებს.
"შესაძლებლობების ფანჯარა რომ აშენდეს მარსზე, მდგრადი ბაზა ღია იქნება რაღაც დროის განმავლობაში, შემდეგ კი მოხდება რაღაც და ტექნოლოგიური განვითარების დონე დედამიწაზე მკვეთრად დაეცემა. მოასწრებს კი ბაზა გახდეს დამოუკიდებელი მანამ, სანამ დედამიწიდან ხომალდები მისვლას შეწყვეტენ? მე ვგულისხმობ, რომ არ უნდა გამოვრციხოთ მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობა. იცით, 1912 წელს გამოაცხადეს დედამიწის ახალი საუკუნე, რომელშიც აღარ იქნებოდა ომები. შემდეგ კი ჯერ პირველი, მერე მეორე მსოფლიო ომი და ცივი ომი მოხდა,"- ამბობს მასკი ინტერვიუში.
მილიარდერი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ძალიან რეალურია. გარდა ამისა, ომს შეიძლება ახლდეს ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი, მიმართული თანამედროვე ტექნოლოგიების წინააღმდეგ და ასევე რელიგიური ექსტრემიზმის გაძლიერება. ამასთან დაკავშირებით მასკი "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურებაზე მიუთითებს.
თვითონ იულონ მასკი ცოტა ხნის წინ გამოვიდა წინადადებით, რომ გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი და ექციათ მარსი კოლონიზაციის და შემდგომში ცხოვრებისთვის გამოსადეგ პლანეტად.
მისი აზრით, აფეთქება ატმოსფეროში, ზუსტად პოლუსების ქვეშ შექმნის მზის ორ პულსირებად ანალოგს, რომელთან სითბო რაღაც პერიოდის შემდეგ გაათბობს ატმოსფეროს, ისე რომ მარსზე ცხოვრება შესაძლებელი გახდეს. ამის შესახებ მილიარდერმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში ისაუბრა
http://presa.ge/new/?m=politics&AID=40534
მიმაგრებული სურათი