საქართველოს მომავლის აკადემია
1 დეკემბერს ატარებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საჯარო დისკუსიას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერი აღინიშნება როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. ის მიზნად აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავს და ახდენს შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიო მასშტაბით.
ჩვენი აკადემიის მიზანია მიიპყროს საზოგადოების ყურადღება ამ მნიშნელოვან საკითხისადმი, რადგან აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად.
ჩვენ მიერ ორგანიზებული დისკუსია ოთხი ნაწილისგან შედგება:
1) პირველ ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მსმენელს გააცნობს შიდსის ისტორიას, აივ/შიდსის სტატისტიკას საქართველოში;
2) მეორე ნაწილში მსმენელი გაიგებს შიდსის გადაცემის გზების, სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის შესახებ - დისკუსიის ამ ნაწილს ჩაატარებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენელი მაია ცინცაძე;
3) მესამე ნაწილში განიხილება საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ და აივ-თან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია - სიტყვით გამოვა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" იურისტი მარი ჩოხელი;
4) ხოლო მეოთხე ნაწილში საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი გოჩა გაბოძე მსმენელს მოუყვება სტიგმასთან ბრძოლის გზებზე პიარ და მარკეტინგული ხერხებით.
ჩვენი დისკუსია გაიმართება
1 დეკემბერს, 18:30 საათზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი,
რუსთაველის გამზირი #31, ვარდების რევოლუციის მოედანი, ველოსიპედის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს.
დისკუსიაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა
2015 წლის 1 დეკემბრის 15:00 საათამდე:
https://docs.google.com/forms/d/1U3HFh5k13_...Bv8wAw/viewformგისურვებთ წარმატებას,
საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი.