რამდენიმე დღეა რაც ჩამოვედი ქობულეთიდან და როგორც წინა წლებში, ახლაც თავისუფლად მოძრაობენ სომხურ ნომრიანი ავტომობილები დამუქებული მინებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის #165 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობა, რომლის მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი თანხმობა, ან სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობა შეზღუდულია ფარდით ან სხვა ამგვარი საშუალებით".
არც აღნიშნული ბრძანება და არ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ უშვებს გამონაკლისს უცხო ქვეყნის მოქალაქეების/უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მიმართ და საერთო წესის თანახმად ექვემდებარებიან დაჯარიმებას.
ასევე სასაზღვრო პოლიციამ საერთოდ არ უნდა შემოუშვას დამუქებულ მინებიანი ავტომობილები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ეს აზერბაიჯანში ხდება.
საპატრულო პოლიციის უამრავ თანამშრომელს ვკითხე რატომ არ აჯარიმებდნენ სომხურ ნომრიანი ავტომობილების მძღოლებს, რომლებმაც განმიმარტეს, რომ სომხეთში მინების დამუქება არ არის აკრძალული
ანუ საქართველოში მოქმედებს სომხეთის კანონმდებლობა?!
რეალურად კანონის აღსრულება არ ხდება იმ მიზეზით, რომ შაბათ-კვირას ელიავას დაშლილებში და ზაფხულის სეზონზე ქობულეთში ჩამომსვლელ პირებს არ შეექმნათ დისკომფორტი.
თან ყოველივე ეს ხდება რაიმე სახის სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.
სანამ ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, ირღვევა კანონი და საქართველოს მოქალაქე დგება დისკრიმინირებულ მდგომარეობაში.
ვისაც ეს საკითხი გაწუხებთ, დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები.