ირმა ინაშვილი
23 სთ. ·
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის
ირმა ინაშვილის განცხადება
შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჩემი, როგორც დეპუტატობის კანდიდატის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განთავსებული იყო ტელე-რადიოკომპანია „ობიექტივის“ ეთერში. საგარეჯოს მოსახლეობა, რომელიც ამ რეკლამას უნდა გაცნობოდა, მუდმივად მიზიარებდა წუხილს, რომ „ობიექტივის“ მაუწყებლობას რეგიონში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომ ეთერი მუდმივად ითიშებოდა. არჩევნების დასრულების შემდეგ მივმართე ტელე-რადიოკომპანია „ობიექტივს“ და ვთხოვე, საკითხის შესწავლა. „ობიექტივი“, თავის მხრივ, დაუკავშირდა პარტნიორ კომპანიას „სტერეო+“-ს, რომელიც უზრუნველყოფს მის საეთერო მაუწყებლობას. დღეს მაცნობეს მიზეზი, რომლის გამოც, საგარეჯოს მიმართულებით მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში იზღუდებოდა „ობიექტივის“ მაუწყებლობა. კომპანია „სტერეო+“-მა „ობიექტივს“ განუმარტა, რომ „კოჯრის სარეტრანსლაციო ანძიდან საგარეჯოს მიმართულებით დამონტაჟებული იყო მიკროტალღური გამომსხივებელი, რომელიც უკანონოდ დაკავებულ სიხშირულ ზოლში ქმნიდა ხელშეშლებს, რითაც პრობლემა ექმნებოდა მაუწყებლობას ამ რეგიონში.“
ჩემი ინფორმაციით, რომლის გადამოწმებისთვისაც საქართველოს მთავარ პროკურატურას ამ დღეებში წერილით მივმართავთ, კოჯრის სარეტრანსლაციო ანძა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. ანძის მომსახურების სპეცტექნიკაც, ანუ მიკროტალღური გამომსხიველებლიც იმ შენობაშია განთავსებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. შესაბამისად, მაქვს ეჭვის საფუძველი განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი (რომელიც არჩევნებში დაინტერსებული მხარე იყო) არამარტო ადამიანურ რესურსს, ანუ სამხედრო კონტინგენტს იყენებდა არჩევნების შედეგების შესაცვლელად, არამედ სამხედრო-ტექნიკური რესურსსაც, - უკვე ინფორმაციის მიზანმიმართულად ჩასახშობად! თავდაცვის მინისტრი ბოროტად იყენებდა თანამდებობას და არღვევდა კონსტიტუციას, უზღუდავდა რა მოსახლეობას ინფორმაციის მიღების საშუალებას.
კომპანია „სტერეო+“-ის წერილიდან ირკვევა, რომ ხსენებულ საკითხზე ინფორმირებულია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელთან ერთადაც აღმოაჩინეს კოჯრის სარეტრანსლაციო ანძაზე დამონტაჟებული მიკროტალღური გამომსხივებელი.
მივმართავ მარეგულირებელ კომისიას:
დაასახელოს სტრუქტურა, რომელსაც კოჯრის ანძა ექვემდებარება და გამოაქვეყნოს დასკვნა, ვინ და რატომ ზღუდავდა ღია საეთერო მაუწყებლობას საგარეჯოს მიმართულებით. ნუ გადაიტანენ აქცენტს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რადგან, ჩემი ინფორმაციით, ანძას თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, მაგრამ რომელი სტრუქტურაც არ უნდა აკონტროლებდეს ამ ტექნიკურ საშუალებას, ფაქტია, რომ ის ახშობდა ღია საეთერო მაუწყებლობას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
მივმართავ ხელისუფლებას:
დაუყოვნებლივ აღკვეთოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების გამოყენება ცალკეული პოლიტიკური პარტიისა თუ ინდივიდის პოლიტიკური და პირადი ინტერესებით!
მოვითხოვ: სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება.
ირმა ინაშვილი,
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი
30 ნოემბერი, 2015 წელი
https://www.facebook.com/irmainashvili
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"
"10 მილიონ დოლარად ნებისმიერი ფორუმელი გოგო დათანხმდება ჩემთან სექსს"