მოკლედ დღესდღეობით ძალიან მწვავე თემაა საქართველოში საავტომობილო საწვავი , ერთია მისი გაუმართლებელი ფასი მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაუდასტურებლად ძვირ ფასს შეესაბამება თუ არა რეალიზებული საწვავის ხარისხი .
მე კონკრეტულად მაინტერესებს , თუ ჩატარებულა საქართველოში მსგავსი კვლევები საწვავის ხარისხის მონიტორინგის მხრივ , და თუ დევს სადმე ოფიციალური შედეგები , ასევე აქვს თუ არა ნებისმიერ მოქალაქეს მოითხოვოს საწვავის ნიმუშები და არის თუ არა სადმე დანადგარები , რომლებიც ობიექტურად დაადგენენ საწვავის ხარისხს და მის ოქტანურ რიცხვს უბრალოდ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე .
როგორც ვიცი ბულგარეთში და ზოგადად ევროპის ბევრ ქვეყანაში ბენზინის ხარისხის შემოწმება ბენზინგასამართ სადგურზე , პირდაპირ პისტოლეტიდან აღებული ნიმუშების საფუძველზეა შესაძლებელი .
ერთადერთი რაც მოვიპოვე ოქტანობის ხარისხის შემოწმების მხრივ არის 2012 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული კვლევა რომელიც momxmarebeli.ge - ზე დევს . აი ლინქიც .
http://www.momxmarebeli.ge/?rec=2934
მაგრამ არის ერთი ნიუანსი , ოქტანობა არაა მთავარი. მთავარია რითაა ის მიღწეული. თუ ტეტრაეთილტყვიით არის ოქტანობა აწეული მაშინ ასეთი ბენზინის ღირებულება ძალიან დაბალია და ტექნოლოგიურად დაბალი დონისაა, იწვევს კატალიზატორის და ლამბდა სენსორების მწყობრიდან გამოყვანას.
მოხარული ვიქნები თუ გავუზიარებთ ერთმანეთს საწვავთან და მის ხარისხთან დაკავშირებულ ცოდნას + კვლევების შედეგებს და შესაძლებლობებს.
მოდერს ვთხოვ თუ მსგავსი თემა არსებობს შეუერთოს .
ოქტანური რიცხვის განსაზღვრის მეთოდები
ბენზინის ოქტანური რიცხვის განსაზღვრის მეთოდებიოქტანური რიცხვის განსაზღვრისათვის არსებობს შემდეგი მეთოდები:
1) მოტორული მეთოდი - მეთოდის არსია ერთდგუშიან ძრავზე დეტონაციის განსაზღვრა საკმაოდ დაძაბული მოძრაობის იმიტაციისას.
ამიტომ, ასეთი განსაზღვრის დროს, ოქტანური რიცხვი მცირედით დაბალია.
2) კვლევითი მეთოდი - მეთოდის გამოყენება ხორციელდება აგრეთვე ერთგუშიან ძრავზე, მაგრამ დაძაბული მოძრაობის იმიტაციის გარეშე.
ასეთი განსაზღვრის დროს, ზოგჯერ ოქტანური რიცხვი მცირედით მაღალია.
3) ქრომატოგრაფიული მეთოდი - ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც სხვა მეთოდების დანამატი, რეგლამენტირებული მინარევების შემადგენლობის (მაგალითად ბენზოლი) გამოვლენის მიზნით.
4) პორტატული მოწყობილობები - ოქტანობის რიცხვის განსაზღვრისათვის, სულ უფრო ხშირად გამოიყენება წიგნის ზომის პორტატული მოწყობილობები, რათა პროდუქციის (ბენზინის) ხარისხის განსაზღვრა მოხდეს ლოკალურად, მათი გამოყენების ადგილებზე.
ბენზინი საკმაოდ ხშირად ხდება არასტაბილური, ანუ დროთა განმავლობაში იცვლის ოქტანურ რიცხვს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ავტომობილების მომხმარებლისთვის, რომლებიც გამოიყენებენ 95 ან 98 ოქტანობის ბენზინს, რადგან ოქტანური რიცხვის შემცირებამ 0,5 სიჩქარით, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტომობილს.
ამიტომ ბენზინის ჩასხმის დროს აირჩიეთ ისეთი მომწოდებელი, რომელთანაც კონტროლი და გარანტიის ხარისხი შესაბამის დონეზე დგას.
დეტონაციური თვისების შეფასება ხდება ოქტანური რიცხვით, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრება ორი მეთოდით: კვლევითი და მოტორული მეთოდებით. როგორც წესი, ბენზინის მარკაში ოქტანობის გარდა უთითებენ მეთოდს, რომლითაც ის არის განსაზღვრული.
ციფრები ოქტანურ რიცხვში A და AI ნიშნავს, რომ:
A - ოქტანობა იზომება მოტორული მეთოდით,
AI - ოქტანობა იზომება კვლევითი მეთოდით.
კვლევითი მოტორული ოქტანური ინდექსი სავაჭრო დასახელება
А-80 A-76 78 სტანდარტი
АI-91 A-82,4 86,7 რეგულარი
АI-92 A-83 87,5 რეგულარი
АI-95 A-85 89 რეგულარი
АI-93 A-87 91 პრემიუმი
АI-98 A-89 93,5 სუპერი
საავტომობილო ბენზინი:
1) საავტომობილო ბენზინი А-72
Low octane motor gasoline
საავტომობილო, არაეთილირებული დაბალი ხარისხის ბენზინი, ტყვიის არაუმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. შეიცავს თერმული და კატალიტური კრეკინგის, პიროლიზისა და კოქსირების პროდუქტებს, ანტიმჟანგავ ნაერთებს.
სიმკვრივის ნორმირება არ ხდება, ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - A-72. კვლევითი მეთოდით მისი ნორმალიზება არ ხდება.
2) საავტომობილო ბენზინი А-76
Low octane motor gasoline
საავტომობილო, არაეთილირებული დაბალი ხარისხის ბენზინი, შეიცავს თერმული და კატალიტური კრეკინგის, პიროლიზისა და კოქსირების პროდუქტებს, ანტიმჟანგავ და ანტიდეტონაციურ ნაერთებს.
А-76 -ს აწარმოებენ ეთილირებულს (ყვითელი ფერის), ტყვიის არაუმეტეს 0,017 გ/ლ შემცველობით და არაეთილირებულს (უფერო) ტყვიის არაუმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. სიმკვრივის ნორმირება არ ხდება.
ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - A-76, კვლევითი მეთოდით მისი ნორმალიზება არ ხდება, მაგრამ ჩვეულებრივ 80 -თან მიახლოებულია.
3) საავტომობილო ბენზინი А-80
Low octane motor gasoline
საავტომობილო, ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. აწარმოებენ ეთილირებულს, ტყვიის არა უმეტეს 0,15 გ/ლ შემცველობით და არაეთილირებულს ტყვიის არაუმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. გოგირდის შემცველობა არაუმეტეს 0,05%, სიმკვრივე არა უმეტეს 0,755 გ/სმ А-803.
ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 76, კვლევითი მეთოდით - 80. ფაქტიურად ეს არის А-76 -ზე მცირედით გაუმჯობესებული ბენზინი
4) საავტომობილო ბენზინი А-92
Regular motor gasoline
საავტომობილო, ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. აწარმოებენ ეთილირებულს, ტყვიის არა უმეტეს 0,15 გ/ლ შემცველობით და არაეთილირებულს ტყვიის არა უმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0,5%, სიმკვრივე არა უმეტეს 0,77 გ/სმ А-923.
ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 83, კვლევითი მეთოდით - 92.
5) საავტომობილო ბენზინი АI-91
AI-91 regular motor gasoline
საავტომობილო, ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს, აწარმოებენ არაეთილირებულს (უფერო), ტყვიის არა უმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობისა. გოგორდის შემცველობა არა უმეტეს 0,1%.სიმკვრივის ნორმირება არ ხდება.
ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 82,5, კვლევითი მეთოდით - 91.
6) საავტომობილო ბენზინი АI-93
AI-93 regular motor gasoline
საავტომობილო, ნორმალური ხარისხის ბენზინი. ეთილირებულ АI-93 - ს ამზადებენ მსუბუქი რეჟიმის კატალიტური რიფორმინგის საფუძველზე, ტოლუოლისა და ალკილბენზინის დამატებით. არაეთილირებულ АI-93 -ს ამზადებენ უხეში რეჟიმის კატალიტური რიფორმინგის საფუძველზე, ალკილობენზინის, იზოპენტანის და ბუტან-ბუტანური ფრაქციის დამატებით. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს.
АI-93 მზადდება ეთილირებული (ნარინჯისფერ-მოწითალო ფერის), ტყვიის არა უმეტეს 0,37 გ/ლ შემცველობისა და არაეთილირებული (უფერო), ტყვიის არა უმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობისა. გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0,1%. სიმკვრივე არ ნორმირდება. ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 85, კვლევითი მეთოდით - 93.
7) საავტომობილო ბენზინი АI - 95
AI-95 premium motor gasoline
საავტომობილო, გაუმჯობესებული ხარისხის ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე და გაზის ბენზინის დამატების საფუძველზე. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს.
АI-95 - ს აწარმოებენ არაეთილირებულს (უფეროს), ტყვიას შეიცავს არა უმეტეს 0,013 გ/ლ. სიმკვრივე არ ნორმირდება. ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 85, კვლევითი მეთოდით - 95.
8) საავტომობილო ბენზინი АI-95 »ექსტრა»
AI-95 Extra premium motor gasoline
საავტომობილო, გაუმჯობესებული ხარისხის ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე და გაზის ბენზინის დამატების საფუძველზე. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს.
АI-95 - ს აწარმოებენ არაეთილირებულს (უფეროს), ტყვიას არ შეიცავს. სიმკვრივე არა უმეტეს 0,720 გ/სმ3, გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0, 05%, ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 85, კვლევითი მეთოდით - 95.
9) საავტომობილო ბენზინი АI-98
AI-98 super premium motor gasoline
საავტომობილო, მაღალხარისხიანი ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე. არაეთილირებულია, ტყვიას არ შეიცავს.
ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით არის - 88, კვლევითი მეთოდით - 98.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ბენზინის მარკებს სხვადასხვა დასახელებები გააჩნია:
Italian Grade motor gasoline
german Grade motor gasoline
unleaded midgrade motor gasoline
ბენზინის ოქტანობაunleaded motor gasoline (91RON,92RON,95RON)
leaded motor gasoline (97RON)
winter grade motor gasoline
summer grade motor gasoline
This post has been edited by Do-MaiN on 1 Dec 2015, 05:54