eeelllooo
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21817
წევრი No.: 125884
რეგისტრ.: 12-January 11
|
#46378498 · 3 Dec 2015, 19:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისევ "რეფორმებზე" უნდა გელაპარაკოთ, მეგობრებო. გეცოდინებათ, ადვოკატთა ასოციაცია, სხვადასხვა არასამთავრობოები, სახალხო დამცველი ერთხმად აპროტესტებენ მოსამართლეთა დანიშვნის ახალ პრაქტიკას და ამ ბოლო დროს კი ლევან მურუსიძის გამო რამდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ საპროტესტო აქციაც კი მოაწყო. საქმის ვითარებას მოგახსენებთ - წულუკიანის მიერ ჩატარებულმა "რეფორმებმა" ის შედეგი გამოიღო, რომ იმ მოსამართლეებს, რომელთაც მოსახლეობა განსაკუთრებით არ ენდობოდა, სხვადასხვა თანამდებობის დაკავების და მოსამართლედ უვადო დანიშვნისთვის კარი ფართოდ გაეღოთ. მოსამართლე მურუსიძის სახელი კი დაკავშირებულია გირგვლიანის საქმესთან. ამის გამო იყო, რომ სხვადასხვა ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია ოქროყანის სასაფლაოსთან გამართა. ამასთან დაკავშირებით, სხვა მოსამართლეებმა, იუსტიციის საბჭოს წევრებმა, მაგალითად, პაატა სილაგაძემ და შოთა გეწაძემ მურუსიძე დაიცვეს და ხმამაღლა განაცხადეს, ძველი საქმეებისთვის მოსამართლეებს პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ და დამღად არ უნდა გაჰყვეთო. თან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან, იგივე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ მათი პოზიციის გაზიარებასა და ამ მოსამართლეთა ინტერესების დაცვას.
ასევე პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი სამოხელეო დანაშაულების ამნისტიის შსახებ. ამ კანონპროექტის თანახმად, ამნისტიას ექვემდებარება ქრთამის აღება-მიცემა, უფლებამოსილების გადამეტება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება 2009 წლამდე. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ეხება ზუსტადაც რომ მოსამართლე მურუსიძეებს, ჩემიებსა და ა.შ.
აგერ დავდებ სახალხო პარტიის განცხადებას თეთრი საყელოს ამნისტიის შესახებ. უბრალოდ, ნათლადაა გადმოცემული რა ხდება და რას გვერჩიან.
საქართველოს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. რომლის მიხედვით, ამნისტია (ქართულად - პატიება) შეეხება იმ პირებს, რომელთაც ჩადენილი აქვთ სამოხელეო დანაშაული, ასევე პირებს, რომლებმაც გააყალბეს თავისი თუ სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. „სახალხო პარტია“ თვლის, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი საბოლოოდ დაასამარებს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანაში ოდესმე სამართალი იზეიმებს და დამნაშავე პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციის მუშაკებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებლებს თუ შსს თანამშრომლებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ოდესმე პასუხი მოეთხოვებათ.
„განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს სამოხელეო დანაშაულთა ჩამონათვალი: ქრთამის აღება და მიცემა, უფლებამოსილების გადამეტება, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ა.შ. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი და ჰუმანური აქტი საზოგადოებისათვის ნამდვილად საფრთხის შემცველია და აი, რატომ:
უამრავი საქმეა შემოდებული პროკურატურის თაროებზე, რომლებიც აღძრულია უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამ საქმეების უმეტესობა შეეხება ადამიანთა წამებას, გამოძიებისათვის ჩვენებების ძალადობრივი გზით გამოძალვით, წამებებით და ღირსების შემლახველი ქმედებებით, ასევე, პირადი ქონებების ასეთივე ხერხებით დათმობის ფაქტებს.
აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოების გაფრთხილება - ეს კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, სწორედ ამ საქმეებში დადანაშაულებულ პირთა და მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელთა მაშველი რგოლია და უსამართლობის დაკანონების მცდელობად გვევლინება. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ეს კანონი საბოლოოდ დაასამარებს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანაში ოდესმე სამართალი იზეიმებს და დამნაშავე პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციის მუშაკებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებლებს თუ შსს თანამშრომლებს პასუხი მოეთხოვებათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება კი, როგორც თავად აცხადებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, შეუძლებელი ხდება დანაშაულის უშუალოდ ჩამდენ პირთა აღიარებიღი ჩვენებებისა და მათგან მოპოვებული მტკიცებულებების გარეშე.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დიდია სახელმწიფოს მართვის საშუალო რგოლში წინა რეჟიმის დანაშაულობების თანანონაწილე პირთა რაოდენობა (თვით დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად აპელირებს მათი მხრიდან განხორციელებულ საბოტაჟზე), რაზეც საზოგადოება ისედაც აღშფოთებულია და ახლა, სამოხელეო დანაშაულზე ამნისტია კიდევ უფრო გაამძაფრებს ეჭვს, რომ მოახლოებული არჩევნებთან ერთად იზრდება პირადი თუ პარტიული ინტერესებისათვის დანაშაულის ჩადენაში გაწაფულ პირთა გამოყენების შესაძლებლობა.
კანონპროექტი, ჯერ-ჯერობით ითვალისწინებს 2009 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს (საბოლოო ვარიანტში რა იქნება, არვინ ვიცით). ე.ი. პატიება შეეხებათ 2007 წლის 7 ნოემბრის, გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის და სხვა მეტად თუ ნაკლებად გახმაურებული საქმეების ფიგურანტებსაც. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს. ივანე მერაბიშვილს, ძმებ ახალაიებს, გიგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილს და სხვებს, ამ პიროვნებათა ნაწილს კი, როგორც ვიცით, სტრასბურგის სასამართლო აკისრებს პასუხისმგებლობას.
პატიება შეეხება იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც 2008 წლის ომის დროს თავისი არაკომპეტენტურობით თუ მიზანმიმართული ქმედებებით აზარალებდნენ სახელმწიფოს და მათი ქმედებების შედეგად უამრავი სისხლი დაიღვარა, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე მშვიდობიანი მოსახლეობისა.
ასევე შეეხება პატიება იმ პირებს, რომლებმაც საიდუმლო მოლაპარაკებების გზით ომის შემდეგ კონტრიბუციის სახით რუსეთის მხარეს გადასცეს უამრავი სტრატეგიული ობიექტი.მაგალითად, საიდუმლო მემორანდუმი ენგურჰესის ექსპლუატაციის შესახებ.
მსგავს დანაშაულთა სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
და ეს ყოველივე ხდება იმ ფონზე, როცა დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან საზოგადოება არათუ სინანულს ვერ გრძნობს, არამედ მათგან დაზარალებული პირებისა თუ აღშფოთებული საზოგადოების მიმართ ცინიკური, თავხედური და შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.
სრულიად შეუსაბამოა ეს პროცესი მაშინ, როცა დღევანდელი ხელისუფლება ღიად საუბრობს და მოსახლეობას აშინებს წინა რეჟიმის წარმომადგენელთა, ანუ ამ კანონით პოტენციურ ამნისტირებულთა, რევანშისტულ მისწრაფებებსა თუ ქმედებებზე, მაშინ, როდესაც ყოველდღე ფარულ ჩანაწერებს ავრცელებენ და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახელმწიფო გადატრიალების მუხლით.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ურთიერთშეთანხმებულ მოღვაწეობას და ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი სამართლებრივი ჩაგვრისა და გაღატაკების ფონზე ხდება.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი არის მცდელობა გადაიფაროს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩაგდებული სასამართლოსა თუ პროკურატურის რეფორმები.
ფაქტია, დიდი ხმაურით შეცვლილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასმული ერთი მოსამართლე და ახლადარჩეული მთავარი პროკურორი, ფსევდორეფორმები ძირეულ სისტემურ ცვლილებებს ვერ თუ არ უზრუნველყოფენ და ყველა ეს სვლა მხოლოდ პიარზეა გათვლილი.
დროა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებამ ობიექტურად შეაფასოს რა საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას და მოსახლეობის დაცულობას „ნაციონალური ოცნების“ ხელისუფლება და კიდევ რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ, მათ მიმართ „ჭარბი ნდობის“ პირობებში»- აღნიშნავენ სახალხო პარტიაში.
ახლა ამას რატომ ვწერ: კარგად ვნახოთ, გავიაზროთ, დავიმახსოვროთ ესენი და სხვა რამეებიც, რადგან მავანნი უკვე საარჩევნოდ ემზადებიან და სუპერაფერისტი მოქალაქე ისევ ჩნდება ჰორიზონტზე.
თუ ისინი ემზადებიან, ჩვენც უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ მსგავსების აფერისტობებმა თვალები არ დაგვიბრმავოს.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|