ისე გამოვიდა რომ უკრაინა რუსეთის ომმა აგვაყვავა?

ვერა და ვერ მოვწყდით ამ რუსულ ორბიტას
რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარში?
ნოემბერი 22, 2023 at 12:30 pm
https://forbes.ge/ram-ganapiroba-saqarthvel...el-nakhevarshi/ყველაზე მაღალი ზრდის ტემპის (31.3%) მქონე სექტორმა – ინფორმაციამ და კომუნიკაციამ ჯამურ ზრდაში 1.4%-პუნქტიანი წვლილი შეიტანა. 2022 წელს ეს სექტორი 50%-ით გაიზარდა და მისმა წვლილმა ჯამურ ზრდაში 1.7% შეადგინა. ზრდა ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიებშია, რაც კომპიუტერულ მომსახურებას გულისხმობს. აღნიშნულმა სექტორმა მაღალი ტემპით ზრდა 2021 წლიდან დაიწყო და ამ წელს 30%-ით გაიზარდა. 2022 წლიდან სექტორის ზრდის ტემპის დაჩქარება საქართველოში ჩამოსულმა რუსმა, ბელარუსმა და უკრაინელმა ემიგრანტებმა განაპირობეს. საქსტატის ბიზნესრეგისტრის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 1,200-მდე კომპანია საქმიანობდა კომპიუტერული მომსახურების სფეროში, საიდანაც 600-ზე მეტი კერძო უცხოური კომპანია იყო. აქედან, 470 კომპანია 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის რეგისტრირებული საქართველოში და მათი 90% რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. საბოლოოდ გამოდის, რომ საქართველოში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების 40% რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაა და ეს კომპანიები ძირითადად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სხვა ქვეყნის რეზიდენტებისთვის კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების გაწევის ჯამურმა ღირებულებამ 2023 წლის პირველ ნახევარში 430 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. ძირითადად, ამან განაპირობა ამ სექტორის 31.3%-იანი ზრდა.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ივლისიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 6%-ს ჩამოსცდა, წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული 7.6%-იანი ზრდის გამო, წლიური 6.5%-ის მიღწევა რეალურია. სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წელს 6.5%-ზე მეტად მხოლოდ 12 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება მსოფლიოში.
საინტერესოა, რა იყო ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მშპ-ის სტრუქტურაში არ ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც საქართველოში წარმოების ზრდაზე (მიწოდების მხარე), ასევე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოხმარების ზრდაზე (მოთხოვნის მხარე). ამ მხრივ სამი მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა 2023 წლის პირველ ნახევარში:
საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა (ფულადი გზავნილები), რაც საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა;
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა, 2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც ეკონომიკის ზრდაში რუსეთიდან შემოსულ ფულს და უკრაინა-რუსეთის ომის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს ჯერ კიდევ მაღალი წვლილი შეაქვს. იგივე ხდება საქართველოს მეზობელ ქვეყანაში – სომხეთში, სადაც წელს 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.
This post has been edited by მაწო:+) on 3 Jan 2024, 15:42