ისტორია-გაფრთხილება.
=
12 დღის წინ, მეგობარ ექიმთან მომიწია წასვლა, რომელმაც ,ვიტალი ხაზარაძის ეპოქაში, ერთი წამალი დამინიშნა და ასე ვირეგულირებდი სისხლის ჩქროლვადობას.
ბოლო დღეებში ვეღარ გაქაჩა და მივაკითხე ისევ.
მომისმინა, დაიკიდა მეგობრობა, უერთგულა ჰიპოს და ეგრევე კორონალური გრაფოსი ბრძანა.
ჩამიყვანეს, დამაწვინეს განათებულში და შუშვეს თვალი იგი-,,შპიონი''
თან მესაუბრება, შემშვებ-მანიპულატორი , ვიცნობდი თურმე მასაც და ვტიკტიკებთ ტკბილათ.
უცბად, მოუკლო ტიკტიკს და მოუმატა გაფაციცებას.
მეორე ოთახში მეგობარ/ექიმს და ჩემს მეუღლეს გავხედე ფანჯარაში მონიტორთან მიმსხდარებს და სახეები 1.5-ჯერ გრძელი ჰქონდათ , ვიდრე 10 წუთის წინ.
მოკლეთ,
1 პარკუჭი სრულად დაკეტილი, მეორე 80% ჩარაზულ/გადარახტული.
მთლიანი გულის 10 პერსენტი მუშაობდა თურმე .
ფაქტიურად, ერთი ,,პახმელია'' ან 2 კოლოფი ,,პალმალი'' ვყოფილვარ დარჩენილი.
==
სიგარეტი შვება ყველაფერს,
ნუ მოიკლავთ მტერ-მოყვარენო თავს.
რაც შემეხება მე, ხერხი (ღონეც), ორი ,,შუნტი '' და მაგის ჯანი.
კარგად შეკრული ნოლშესტივით იქნებიო, თეთრხალათიანები უნობენ
ნავხოთ.

P.ს.
ჯანდაცვის პროგრამა არ მუშაობსო.
ტყუილია , ძია მაკარებო, ტყუილი !
This post has been edited by borjgali1964 on 1 Dec 2015, 22:55