არა. ქალი

ამ სისტემაზე ჰიბრიდულ ვიდეო ბარათს როგორ ამუშავებთ?
Intel 4000 სერიის და Nvidia 820M აყენია ერთდროულად ჩემს ლეპტოპზე და ორივე ერთად არ მუშაობს.
მხოლოდ ინტელის დესკტოპის გრაფიკა მუშაობს, მაგრამ ვიდეოფაილებს რომ ვრთავ გამოსახულება წყალში რომ ქვა ჩააგდო ისე ირევა.
რაც დავგუგლე, ყველგან წერენ ქალი ლინუქსი კი არა არცერთი ლინუქსი არ მუშაობს ჰიბრიდულ ვიდეო გრაფიკასთანო.
ან მხოლოდ ინტელის გრაფიკაზე იმუშავებს ან ენვიდიაზეო. ორივე ერთად გამორიცხულიაო.
Windows-ზე არ აქვს მსგავსი პრობლემა. ინტელიც და ენვიდიაც ძალიან კარგად მუშაობს.
საკმარისია გავთიშო X სერვერი რომ Nvidia-ს დრაივერი გაეშვას. მაგრამ მთელი პრობლემა ის არის, რომ Nvidia-ს დრაივერის გაშვების მერე გადატვირთვას ითხოვს, რის შემდეგაც სისტემა აღარ ეშვება. წერს, Oh No. Something gone wrong და თავიდან სცადე ჩართვაო. სულ ამას წერს.
ამის მერე მხოლოდ ერთი გზაა, ლინუქსის ხელახლა ინსტალაცია. რათქმაუნდა ინსტალაციის შემდეგ ავტომატურად ინტელის გრაფიკაზე მუშაობს.
ანუ რისი თქმა მინდა. მხოლოდ ენვიდიაზე რომ გადავრთო თუ არის შესაძლებელი? წესით უნდა იყოს, მაგრამ არ გამოდის. ჩვეულებრივად ვაკეთებ აფდეითს და შემდეგ აფგრეიდს; კერნელის განახლება; ვთიშავ იქს სერვერს (init 3, init 5 - ესენი); ჩვეულებრივად მივდივარ ენვიდიას დრაივერის ინსტალაციამდე; ვაინსტალირებ და მთხოვს რებუთს. რებუთის შემდეგ მხოლოდ ამას წერს Oh No! Something gone wrong. Please log out and try log in again.