ვიცი, რომ ძალიან ბევრი თემა გაიხსნა, მაგრამ უბრალოდ მიმაჩნია (ამპარტავნებაში ნუ ჩამომართმევთ, თემა საერთოდ თუ გამიხსნია აქამდე, არც მახსოვს), რომ ქვემოთ მითითებული საკითხები ყურადსაღებია და ყველაფერს მოაგვარებს საგზაო მოძრაობაში.
მოდერს ვთხოვ, თუ უადგილოდ მიიჩნევს ამ თემას, უბრალოდ დახუროს და ნუ დამსჯის.

1. გზების დახაზვა დაუყოვნებლივ და საგზაო ნიშნების და მონიშვნების გასწორება/განახლება, ძალიან ბევრგან რომ სირულად დგას/ხატია/ხაზია.
2. გზის საფარის განახლება დაუყოვნებლივ (ორმოების ამოვსება/ზოგადად რესტავრაცია).
3. დაუყოვნებლივ სავალდებულო გახდეს სპეციალური/სამთავრობო და სხვა მსგავსი კატეგორიის მანქანების აღჭურვა ვიდეორეგისტრატორებით (სასურველია საყოველთაო იყოს).
4. 1-3 პუნქტების შესრულებისთანავე "ფარული" თუ "უკონტაქტო" პატრულის ამოქმედება, ოღონდ ჯარიმა უნდა იყოს დასაბუთებული (მინიმუმ ვიდეო ან ფოტოსურათი ახსნა-განმარტებასთან ერთად იმიტომ, რომ შესაძლოა იმ ავტომანქანამ სხვის გამო დაარღვია ესა თუ ის წესი).
5. გონივრული ვადის შემდეგ (დახლოებით 2019-2020 წლიდან) აიკრძალოს რომელიმე კონკრეტულ ასაკზე უფროსი ავტომანქანების რეგისტრაცია მხოლოდ (გათვალისწინებული იყოს, რა თქმა უნდა, ანტიკვარი და მისთანანები შესაბამისი ფორმულირებებით).
6. გონივრული ვადის შემდეგ (დაახლოებით 2019-2020 წლიდან) სავალდებულო იყოს ტექნიკური დათვალიერება, ოღონდ ეს მხოლოდ მთავრობაში შესატანი ფულის საჭრელი მანქანა არ უნდა იყოს.
7. სკოლის უფროს კლასებში უკვე უნდა ჩაიდოს პროგრამაში მართვის წესების სწავლება, სადაც აღმზრდელობით საკითხებს დიდი ყურადღება დაეთმობა და ამ კუთხით უფრო მიუდგებიან ამ საკითხს.
პირველი ოთხი პუნქტის ამოქმედებისთანავე 70-80%-ით შემცირდება საცობები და ამით მიხვდება ბევრი, რომ მარჯვენა საჭე არაფერ შუაში არ არის დღევანდელ დომხალში. დანარჩენი პუნქტების ამოქმედების შემდეგ კი ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება საქართველოში.
ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უცებ გვინდა, რომ რაღაც შედეგი მივიღოთ. ასე ძალიან რთულია. ძალიან ბევრი აღმოჩნდება ფინანსურად დაზარალებული. ის, ზემოთ ხსენებული "გონივრული ვადები" ამას მეტნაკლებად გადაგვატანინებს, რადგან რაღაც ვადა ექნება ადამიანს, რომ დაგეგმოს რაღაც ვადაში მანქანის გამოცვლა, გაყიდვა ან ნაწილებად დაშლა ბოლობოლო ან სულ სხვა რამე საერთოდ.
"ქართულად" (უცებ მოგვარების მცდელობას ვგულისხმობ) ნუ მივუდგებით საკითხს! ძალიან დიდ ზიანს მოგვიტანს უბრალო ხალხს.
მე მაპატიეთ, თუ ვინმეს ჩემი თემა თვალში არ მოგივათ!