მოკლედ ეხლა ჩამოვწერ მე რა შედეგებს მივიღებთ აქ რომ გიხარიათ ნაწილს და ვნახოთ რაში დამეთანხმებით
მოკლედ თავიდან დავიწყოთ მიზეზებით რატომ იღებენ ამ კანონს:
1. საავარიო სიტუაციები იქმნებაო მარჯვენა საჭიანების გამო
2.საცობები თბილისში
3. ჩვენთან სხვა მხარესაა მოძრაობა
მოკლედ მივყვები ამ მიზეზების/პრობლემების მოგვარება როგორ შეიძლება
1. მართვის მოწმობაზე გაამკაცრეთ გამოცდა და გამოცდილი მძღოლებისგან ნაკლებად შეიქმნება საფრთხე. გამოუცდელ მძღოლს ფიტზე დასვამ თუ ფერარიზე აზრი არ აქვს.
ამას იმიტომ ყიდულობენ რომ იაფია და მერე ვეღარ იყიდიანო. მართალია ფიტს ვეღარ იყიდიან ოპელ ასტრას იყიდიან
2. საცობებს რაც შეეხება ჩაატარეთ ტექ დათვალიერება და ნახეთ რამდენი გაიცხრილება (უბრალოდ ეჭვი მაქვს 90 პროცენტი მარცხენა საჭიანები იქნება

) და გააკეთეთ შემოვლითი გზები. აწ უკვე გადათხრილ გზებსაც მიხედეთ. ასევე არ დაგავიწყდეთ რომ საქართველო თბილისი არ არის და სხვაგან საერთოდ არ გვაწუხებს საცობები.
3. ამაზე აქამდე უნდა გეფიქრათ და ეს უნდა მომხდარიყო მეთოდურად და არა 2 თვეშI გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე. ჩემთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვისაც პირველი მოქალაქის კეთილდღეობა უნდა იყოს და ამ კანონით რამდენ ადამიანს ურთულებენ ცხოვრებას წარმოიდგინეთ.
ეხლა შედეგები:
1. ეს კანონი ვერ გამოასწორებს ავარიების სტატისტიკას გამოუცდელი მძღოლების გამო. გამოუცდელ მძღოლებს კიდევ მანამდე მივიღებთ სანამ არ გამკაცრდება მართვის მოწმობის გამოცდა და არც ეს "მარწყვი ბარათის" ტიპის ახალი ქულებიანი პროექტი არ არის გამოსავალი
2. საცობები მაინც იქნება იმიტომ რომ არსებულ რაოდენობაზე უკვე იქმნება და ეს მანქანები ვერსად ვერ გაქრება.
3. აღარ შემოვა იაპონიიდან მანქანები მაგრამ შემოვა 98-99 წლიანი დანგრეული მერსედესები და ოპელები რომლებიც გარემოს ისედაც ნატირებ დედას უარესად უტირებენ
4. რეგიონებში ხალხი დაკარგავს ძალიან დიდ ფულს და ბევრი არსებობის საშუალებასაც
ხოდა ეხლა თქვენ თუ მიანც და მაინც იმაზე გაქვთ გართულება დელიკა რატომ ქმნის საცობს ვექტრამ შექმნასო მაგაზე ვერ დაგეხმარებით
This post has been edited by MeRo on 4 Dec 2015, 17:09