#46386648 · 4 Dec 2015, 16:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მურმან დუმბაძე ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს 16:07 04-12-2015 მურმან დუმბაძე ხელისუფლებას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ მურმან დუმბაძეს მოქალაქეთა მიღებაზე პატრულის გამოძახება დასჭირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დუმბაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი მოქალაქე ფრიდონ კირკიტაძე გახდა, რომელმაც 10 ათასი დოლარი მოსთხოვა. მისივე განმარტებით, შემთხვევა ბათუმში, მაჟორიტარის ბიუროში მოხდა, სადაც ორი მოქალაქე მივიდა და კერძო საუბრისთვის ეზოში გასვლა სთხოვა. როგორც მურმან დუმბაძე აღნიშნავს, ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საკითხის გასარკვევად შესაბამის სამსახურებს მიმართავს. დუმბაძე აცხადებს, რომ მისთვის ფულის მოთხოვნის ფაქტი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. "მაჟორიტარის ბიუროში ჩვეულებრივ მოქალაქეთა მიღება მქონდა. ჟურნალისტმა ინტერვიუც ჩამომართვა რაღაც საკითხზე, შემდეგ კი ორი ახალგაზრდა შემოვიდა და მითხა, თქვენთან კერძო საუბარი გვსურს და თუ შეიძლება გარეთ გამობრძანდითო. ვუთხარი, რომ სახელმწიფოებრივი საქმეები კაბინეტში წყდებოდა, მაგრამ ფრიდონ კირკიტაძემ მითხრა, რომ შეიძლებოდა კაბინეტში ჩამწერი ყოფილიყო ჩართული და ამიტომ გარეთ უნდოდა საუბარი. ორივე ახალგაზრდა გავუშვი ბიუროს ოთახიდან, რის შემდეგაც ერთ-ერთმა დაიწყო საუბარი, რომ ბანკმა ბინა ჩამომართვა, 20 ათასი დოლარი ვალი ჰქონდა, "ნაციონალებმა" სამსახურიდან გამოუშვეს და ასე შემდეგ. მე ვკითხე, როგორ შემეძლო დავხმარებოდი, მაგრამ მან მითხრა, რომ ეს ჩავლილი საქმეა და მე ვერაფერს ვუშველიდი. შემდეგ მითხრა, ახალ საქმეზე ვარ მოსულიო. ჩაქვიდან რომ გამოგყევით და 10 ათასი დოლარი მოგეცით ის უნდა დამიბრუნოთო. ვკითხე რა ფულზე საუბრობდა, კითხვითვე მომმართა, რატომ არ მახსოვდა 10 ათასი დოლარი რომ მომცა. მე ლაპარაკი შევწყვიტე და შენობაში მყოფ დაცვის პოლიციას გამოვუძახე. დაცვის პოლიციამ ეს ბიჭი დაიჭირა და ახლა უნდა გავარკვიო რატომ მოვიდა, რა მიზნები ამოძრავებდა და რა ბიოგრაფიის კაცია. ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი და პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მათ ვაფრთხილებ, რომ ჩემთან ეს არ გაუვათ. რა თქმა უნდა, უშიშროების სამსახურების გარეშე აქ ვერ მოვიდოდა. უნდა გავარკვიო ვინ აწყობს ამ შანტაჟს", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ. მისივე განმარტებით, ფრიდონ კირკიტაძეს სამი თვის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში შეხვდა, შემდეგ კი მასთან ურთიერთობა არ ჰქონია.
|