777giorgi777პირველი და მეორე ღუდუშაურში იმავე მოსაზრბით, რაც ზემოთ მოგწერეს, რომ შესაძლოა მშობიარობა გართულებულიყო და მაგ შემთხვევაში დედისთვისაც და ახალშობილისთვისაც უკეთესი იქნებოდა ღუდუშაურშივე ან ახლომახლო კლინიკებში მიხედვა;
მესამე - ყოფილი ,,ჟვანიაშ ბავშვთა"-ს შენობაში. ზუსტად არ ვიცი, რა ქვია. მგონი, ,,ახალი სიცოცხლე";
მეოთხე - ,,იაშვილის" შენობაზე დასავლეთის მხრიდან მიდგმულ ფლიგელშია რაღაც, სახელი მაგისიც არ მახსოვს.

მგონი, გაგუა?!..
მეხუთე - ,,ჰერა"-ში (რკინიგზის საავადმყოფო, დიღომში).
განსაკუთრებულ ყურადღებას ვერცერთ შემთხვევაში ვიხსენებ.
ერთი ეგაა, რომ ჰერაში ზედმეტი ბიუროკრატიები იყო (დიღმიდან ვაკეში გამიშვეს რამდენჯერმე უაზროდ) და ღუდუშაურში სიბინძურე იყო და დაცვა იყო გამკაცრებული (მოჩვენებითად).
ჩვენ პირადი ექიმი (თუ რაც ქვია) არასოდეს აგვიყვანია და მორიგე ექიმს უწევდა მშობიარობის მიღება.
და ვისაც აუყვანია ხოლმე (ჩვენი ოჯახის ახლომახლო), ისიც იგივეს აკეთებდა, რასაც მორიგე ექიმი და + რამდენიმე ასეულ ლარს იცურებდა ჯიბეში.
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მაგ პირად ექიმს არც ეცალოს მშობიარობის დროს და რომ ვერ მოვა, ეს დამატებითი სტრესი იქნება მშობიარისთვის.
ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
დალშე, ყველა კლინიკაში მიწევდა ხოლმე წივილ-კივილი და შეჯანჯღარება (პირდაპირი გაგრბითაც) სანიტრიდან დაწყებული ექიმით და ადმინისტრაციით დამთავრებული სასტავის.
იტოგში, ყველგან ერთია, ბოლე-მენე.
მე გირჩევდი, რომ თუ ორსულობაში რაიმე ვერაა რიგზე და მშობიარობისას გადამეტებული რისკი ჩანს რაიმესი, თქვენს ამჟამინდელ ექიმს დაეკითხეთ, რა ქნათ (ოღონდ შეძლებისდაგვარად დააშინეთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღოს და მხოლოდ რჩევა რჩევისათვის არ მოგცეთ)
და თუ ეგეთი ამბები არ ჩანს, მოკიდე ხელი მეუღლეს და ნებისმიერ სამშობიაროში მიდით, ყველაფერი კარგად იქნება!
გუდ ლაქ!

დალშე, მედიცინაშია ცალკე ქვეგანყოფილება ,,დედების კლუბი" და იქაც გაგარკვევენ.
ან, პირიქით, ტვინს აგირევენ. )
პ.ს.: ეხლა გვძინავს და სხვა დეტალებიც თუ გაინტერესებს, მეუღლეს ვკიტხავ დილით და მოგწერ.
პ.პ.ს.: მეექვსესაც ველოდებით და მეუღლემ ,,იმედის კლინიკა" აირჩია. თუ რა მიზეზით, ამასაც დილით მოგწერ.
This post has been edited by CYB-ORG on 6 Dec 2015, 02:09