ხვალ 19:00 საათზე, კანცელარიასთან
უკვე ნორმად იქცა პოლიტიკოსების მხრიდან რელიგიური სენტიმენტებით სპეკულირება, საპატრიარქოსა და პატრიარქთან კეკლუცი, რაც განსაკუთრებით აქტიურდება საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს უკანასკნელი ნამდვილ მარათონს ემსგავსება იმის მტკიცებით, თუ ვინ უფრო მეტად მართლმადიდელია და ვის უჭირავს უფრო გრძელი სანთელი. ამ ნორმას თითქოს შევეგუეთ კიდეც, ხშირ შემთხვევაში ირონიით ვუყურებთ, როგორც საარჩევნო ტრიუკს, მაგრამ, ვფიქრობთ, სერიოზულად დამაფიქრებელი და სახიფათო პრაქტიკაა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად წამოყენებული ინიციატივები, პატრიარქი ჩართონ და მას გადააბარონ მნიშვნელოვანი საჯარო საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა (იქნება ეს საგანმანათლებო, პენიტეციალურ თუ სხვა სისტემაში).
ეს სეკულარულ სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს.
მიმართავენ რა ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი შერყეული რეპუტაციისა და მოსახელობაში დაკარგული ნდობის აღსადგენად პატრიარქის ავტორიტეტს, ამით ხაზს უსვამენ საკუთარ უუნარობას, იმას რომ მათ არ ყოფნით არც კომპეტენცია, არც პოლიტიკური ნება, არც პრინციპულობა იმისთვის რომ მიიღონ (რიგ შემთხვევაში არაპოპულარული) გადაწყვეტილებები.
შევახსენებთ ხელისუფლების ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს, რომ ისინი სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს დაქირავებული მოხელეები არიან. მათ ხელფასს საქმეში ვუხდით და არა ლოცვაში.
მათგან მოვითხოვთ, საკუთარი რელიგიური გრძნობები დატოვონ სახლში და მოძღვართან, გამიჯნონ მისგან სახელმწიფო მოხელის ფუნქციები და ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გადადგომას, როგორც სუსტი ჩინოვნიკების, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე თავიანთი საქმიანობის ლეგიტიმაციას ვერ ახერხებენ.
აქციის ლინკი
https://www.facebook.com/events/610378879138699/ This post has been edited by sexi-bicola on 6 Dec 2015, 18:35
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █