კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს , - ეს განცხადება ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტმა გიორგი ქვრივიშვილმა განუმარტა, კიევის ყოფილი მერის განცხადება მეგის ქარდავას წარსულ საქმიანობას უკავშირდება.
გიორგი ქვრივიშვილის განმარტებით, ჩერნოვეცკიმ წარსულში ქარდავას საქმიანობა ამ ფორმით შეაფასა.
"მან თქვა, რომ აწესებს 150-ათასლარიან ჯილდოს, მასზე ვინც ჩამოიყვანს და ჩააბარებს პოლიციას მეგის ქარდავას. განცხადება უკავშირდება იმ ძალადობის ფაქტებს, რომელიც ქარდავას დადასტურებული აქვს სასამართლოს მიერ", - განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...s-atsesebs.html
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo