#46400209 · 6 Dec 2015, 02:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო , უკვე ყველას გეცოდინებათ , რომ ხვალ 6 დეკემბერს ტარდება საპროტესტო აქცია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის და რეგისტრაციის აკრძალვის გასაპროტესტებლად . ყველას მოგიწოდებთ სქესის , ავტომობილის მარკის , საჭის განლაგების განურჩევლად მოდით , დაგვიდექით გვერდში .
!!!! > აქცია არის მშვიდობიანი , ნეიტრალური , არ ატარებს არანაირ პოლიტიკურ სახეს , ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის აზრის დაფიქსირებას მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტი / რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით , აქცია უნდა ჩატარდეს მშვიდად , ისე რომ არ შევუქნათ პრობლემა სხვა , აქციის არამონაწილე ავტომობილებს .
აქციას ექნება უწყვეტი ჯაჭვის სახე , რომელიც შედგება ავტომობილებისგან .
!!!! > ძალიან გთხოვთ ყველამ გადაიკითხოს პოსტი სადაც წერია აქციის ფორმატი და ეთიკის წესები , რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ !!!
1) ვიკრიბებით მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, (იუსტიციის სახლს რომ გავცდებით დიღმის მიმართულებით) ვისოლის პატარა ავტოგასამართ სადგურთან . 2) არ გაიმართება არანაირი მსვლელობა, იქნება მხოლოდ ავტომობილებით მოწყობილი უწყვეტი ჯაჭვი - ვისოლის ავტოგასამართი სადგურიდან . 3) აქციაზე მოსული ავტომობილი იკავებს პირველ ზოლს (უკიდურეს მარჯვენა) და ჩერდება . 4) გაჩერებულ ავტომობილს წინ უდგება შემდგომი მონაწილის ავტომობილი და ა.შ . 5) ძალიან გთხოვთ დავიცვათ ჯაჭვის წესრიგი და ყველამ გააჩეროს ავტომობილი ჯაჭვში მდგომი ბოლო ავტომობილის შემდეგ. 6) ვიმეორებთ : არავითარ შემთხვევაში არ შეაფერხოთ მოძრაობა მეორე , მესამე ზოლში და ჩადექით ბოლო მანქანის წინ, იმის მიუხედავად თუ სად მოგიწევთ მანქანის გაჩერება , რაც მეტნი ვიქნებით უფრო გრძელი იქნება ჯაჭვი . 7) არანაირი მიზეზით არ ვაფერხებთ მოძრაობას , რადგან ეს არის მშვიდობიანი , ნეიტრალური აქცია და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის აზრის დაფიქსირებას მარჯვენა საჭიანი მანქანების იმპორტი / რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით , 8) არავითარ შემთხვევაში არ „ვგაზაობთ“ არ ვმოძრაობთ სწრაფად , არ ვარღვევთ მოძრაობის წესებს , გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ და დაიცვათ დისციპლინის ელემენტარული წესები , რომ არ შევუქმნათ საფრთხე ქალაქში , ავტომობილების თავისუფალ გადაადგილებას. 9) აქციის ყველა მონაწილეს გთხოვთ დროულად გამოცხადდეთ აქციაზე (13:00) რადგან ავტომობილები არის დასალაგებელი , 10) აქციის დასრულების და ჩვენი აზრის დაფიქსირების შემდეგ ყველა ვუბრუნდებით ავტომობილებს , ვრთავთ ავარიულ ციმციმებს , ფარებს , და 2-3 წუთიანი უწყვეტი ხმოვანი სიგნალით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს ! 11) 2-3 წუთიანი ხმოვანი სიგნალის შემდეგ წყნარად , მშვიდად და ორგანიზებულად ვტოვებთ აქციის ადგილს . 12) ჩვენ ყველაფერი გამოგვივა ! ! !
დიდი მადლობა ყურადღებისთვის . ვეცადოთ , რომ მაქსიმალურად ცივილიზებულად გავაკეთოთ ყველაფერი .
--------------------
-Honda Civic Type RS(EX) -Toyota Altezza RS 200 TRD 2.0L(EX) -Honda Prelude BB6 Type S(EX) -Toyota MR-S(EX) -Mercedes Benz CLS 55 AMG(EX) -Chevrolet Malibu 17 Premier(EX) -Ford Fusion Energi Titanium -Alfa Romeo Giulia 2.0T 280HP -Mitsubishi Pajero2 SS3
|