ზვიად ძიძიგური - ”ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს
15:19 03-12-2015
ზვიად ძიძიგური - ”ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ჩამოაყალიბა, ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალ არჩევნებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კოალიციისათვის.
"ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალ არჩევნებში 2016 წელს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ იმედი გვაქვს და ბატონმა ბიძინამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ის 2016 წელს იქნება აქტიური საპარლამენტო არჩევნებში. კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ჩამოაყალიბა ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას", -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
როგორც ძიძიგურმა განმარტა, ივანიშვილის განცხადება, რომელიც არაერთხელ გაუკეთებია პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შესახებ, გულისმობს იმას, რომ ივანიშვილი პარტიაში კვლავ ლიდერის ადგილს დაიკავებს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი გამოჩენა და ახსნა-განმარტებები ყველა თემაზე იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი კოალიციისათვის", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
აფერისტი პოლიტიკაში ბრუნდება
აბა ვნახოთ რა თემებით დააბოლებს ხალხს ბიძინიე აფერისტი
ვაი თქვე პატრონს უბედურებს