ამას ის ადამიანი ყვება ვინც იმ საცხოვრებელში ცხოვრობდა, ასახელებს სახელებსაც და გვარებსაც და მჯერა რომ ასეც იყო, ახლა რამდენ აჭარელს მოუწამლეს ასეთმა ბახუნტარიძეებმა ტვინი და რამდენი ელოდება ამ თავის დროს ,ადვილი წარმოსადგენია
ყველა მსგავსი სასწავლებელი უნდა დახურულიყო თავის დროზე და შეიძლება ბევრი სუსტი ფსიქიკის ადამიანი გადარჩენილიყო კიდეც მოწამვლას
მაგრამ უბედურბა ისაა, რო ასობით ბავშვს ზრდიან საქართველოშიც და თურქეთშიც უკვე ესენი და კაცი გამკითხავი არ არის
ლოცვა ბავშვობაში ბაბუაჩემმა მასწავლა, მაგრამ ლოცვები ამ საცხოვრებელში განსხვავდებოდა სუნიტი მუსლიმების ღვთისმსახურებისგან. ზოგიერთმა ეჭვი შეიტანა, ასე ვაჰაბიტები ლოცულობენ და ჩვენ რა შუაში ვართო. ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა თემურ ბახუნტარაძემ ნახევრად ხუმრობით აგვიხსნა - "ჩვენ რაის ვაჰაბიტები ვართ, ვაჰაბიტები არა ტრაქტორისტები, ფეიღამბერი (მუჰამედ შუამავალი) ასე ლოცულობდა და ჩვენც ასე უნდა ვილოცოთო". მეც ვიფიქრე, რომ მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე
და მირზა მიქატაძე, რომელიც ფსიქოლოგიურ გაკვეთილებს გვიტარებდა, უფრო განათლებულები იყვნენ, კარგად ესმოდათ ისლამი, ამიტომ, მათსავით დავიწყე ლოცვა. გვიან გავიგე, რომ მართლა ისე ვლოცულობდით, როგორც ვაჰაბიტები. ჩვენი საცხოვრებლის ერთი ოთახის კედელზე გაკრული იყო შავი დროშა არაბული წარწერებით. ასეთივე დროშებს აფრიალებდნენ იმ ვიდეობში, რომელსაც ჩვენ ინტერნეტით ვუყურებდით. ამ დროშას ახლა "ისლამური სახელმწიფოს" დროშას უწოდებენ, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რას წარმოადგენდა "ისლამური სახელმწიფო" და არც ამ დროშით დავინტერესებულვარ.
საცხოვრებელში გვქონდა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები. მისვლის დღესვე ვნახე, რომ ბიჭები დატყვევებული ადამიანებისთვის ყელის გამოჭრის ვიდეოებს უყურებდნენ. ყველა ჩაცუცქული იყო კომპიუტერთან, საიდანაც ხან სროლის ხმა გამოდიოდა, ხან ტირილის, ხან კივილის და ასე შემდეგ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავიდან არ მომეწონა იმ სახლში ცხოვრება. ვეკითხებოდი, რაში ჭირდებოდათ ასეთი ძალადობის ყურება. შემდეგ შევეჩვიე და მეც გავხდი ამ ვიდეოებზე "დამოკიდებული". როცა მწვრთნელი იტყოდა, ახალი ვიდეო გამოვიდა და თუ გაინტერესებთ, ნახეთო, რა საქმითაც არ უნდა ვყოფილიყავით დაკავებული, ვწყვეტდით და სწრაფად ვრთავდით კომპიუტერებს. საცხოვრებელში მისვლის შემდეგ ნელ-ნელა შევწყვიტე ჩემს პირველ მწვრთნელთან სპორტდარბაზში სიარული. აღარ მეცალა იქ წასასვლელად, ან ვიდეოებს ვუყურებდი, ან საჭმელს ვაკეთებდი, ან საცხოვრებელში ვვარჯიშობდი. თემურ ბახუნტარაძე 24 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო. მან მითხრა, არ გჭირდება სპორტდარბაზში სიარული, მე გავარჯიშებო. ღამღამობით მივყავდით დარბაზში და გვავარჯიშებდა
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/148560-ro...nathkhrobi.html This post has been edited by stranger_ on 6 Dec 2015, 19:27