#46566849 · 24 Dec 2015, 23:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მნიშვნელოვანი შეტყობინება!
გამარჯობა,
გატყობინებთ, რომ შპს „4ფინანსსა” (vivus.ge) და თქვენ შორის 05.06.2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების #1232425 საფუძველზე თქვენ მიერ შპს „4ფინანსი“-ს წინაშე ნაკისრი სასესხო ვალდებულება ამიერიდან თქვენს მიერ შესასრულებლად სავალდებულოა შპს „კრედიტ მენეჯმენტის“ წინაშე, ვინაიდან აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის უფლება შპს „4ფინანსი“-ს მიერ სრულად (სესხის ძირი თანხა, საკომისიო, პირგასამტეხლო) გადაეცა ზემოაღნიშნულ ახალ კრედიტორს (შპს „კრედიტ მენეჯმენტი“).
ყურადღება! - სესხის დაფარვა
სესხის დასაფარად გთხოვთ გამოიყენოთ მხოლოდ Pay Box, EXPRESS PAY, TBC Pay-სა და IPS-ის სწრაფი გადახდის აპარატები. აღნიშნული აპარატებით გადახდისას, შეგიძლიათ კვლავინდებურად აირჩიოთ vivus.ge, სესხის დაფარვა და შეიტანოთ გადასახდელი თანხა.
ჩარიცხული თანხა მიექცევა შპს „კრედიტ მენეჯმენტი“-ს ანგარიშზე თქვენი სასესხო ვალდებულების დასაფარად და შპს „4ფინანსი“-ს მიერ განხორციელებულ ზემოაღნიშნულ ტრანზაქციაზე თქვენ უპირობოდ აცხადებთ თანხმობას.
თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში თქვენი სესხი დაიხურება.
პატივისცემით, შპს „4ფინანსი” <<<<<< ეს შეტყობინება მომივიდა და რას ნიშნავს საერთოდ რა მოხდება ეხლა?
|