#46411803 · 7 Dec 2015, 15:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ghost79 რადგან ახლა ზუსტად არ ვიცი უბუნტუში როგორ არის დიფოლტ კონფიგი, ამიტომ მე ასე გავაკეთებდი.
1) შევქმნიდი რაიმე დირექტორიას საიტის ფაილებისთვის /var/www/html/saiti 2) აპაჩის მთავარ კონფიგში შევუქმნიდი დირექტორიის ჩანაწერს, შესაბამისი option-ებით:
CODE | <Directory "/var/www/html/saiti"> Options Indexes FollowSymLinks (თუ რაიმე დამატებითი ოპციებია მანამდე დეკლარირებული და გჭირდება რომ ეგენიც შესრულდნენ, მაშინ +Indexes +FollowSymLinks) </Directory> |
3) შემდეგ, შესაბამისი ვირტუალჰოსტ ჩანაწერი
CODE | <VirtualHost *:80> ServerAdmin yourname@example.com ServerName example.com ServerAlias www.example.com DocumentRoot /var/www/html/saiti </VirtualHost> |
შემდეგ მიაბი რეალური დომეინი სერვერს თუ გაქვს, ან თუ არ გაქვს hosts ფაილში გაიწერე მაგ სერვერის IP მისამართით. როდესაც მიაკითხავ www.example.com-ს, სერვერი დაინახავს HTTP header-ში ამ დომეინს და შესაბამის დირექტორიიდან მიაწვდის ფაილებს, ამ შემთხვევაში /var/www/html/saiti. თუ დირექტორიაში მოთავსებულია ფაილი index.html ან index.php, მოხდება მისი ჩატვირთვა, ხოლო თუ ასეთი სახელით ფაილი არ იქნება, მაშინ Option Index მისცემს საშუალებას ჩატვირთოს ფაილები ისე, როგორც FTP-ზე ჩანს.
|