ობამა არის ერთ-ერთი უდიადესი პრეზიდენტი აშშ-ს ისტორიაში.
ეკონომიკა - ობამამ აშშ ჩაიბარა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციაში იყო (-4.3%).
ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ კი აშშ-ს ეკონომიკა გაიზარდა 4 ტრილიონი დოლარით (+25%).
ვალუტა - ობამას გაპრეზიდენტებამდე დოლარის ინდექსი სტაბილურად ვარდებოდა.
2002 წლიდან 2009 წლამდე დოლარი გაუფასურდა დაახლოებით 35%-ით.
ობამას პრეზიდენტობისას კი დოლარი თავდაპირველად დასტაბილურდა,
შემდეგ კი გამყარება დაიწყო და დოლარის ინდექსი 25%-ით გაიზარდა.
დასაქმება - ობამას გაპრეზიდენტებისას აშშ-ში უმუშევრობა გაზრდილი იყო და შეადგენდა 10%-ს,
მისი გაპრეზიდენტების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 5%-მდე დავიდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
ჯამში შეიქმნა დამატებით 9 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი.
სოციალური პოლიტიკა - ობამამ გაატარა მთელი რიგი რეფორმები ჯანდაცვის სისტემაში,
რის შედეგადაც აშშ-ს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე დაზღვეულია.
ირანის ბირთვული პროგრამა - ობამამ პარტნიორებთან ერთად მოახერხა და პრაქტიკულად შეაჩერა ირანის ბირთვული პროგრამა.
მეტიც, ირანმა დაიწყო დასავლეთთან პარტნიორობა.
რუსეთის ბლოკადა - პუტინის აგრესიული პოლიტიკის საპასუხოდ ობამამ რუსეთს სანქციები დააკისრა.
ამასთან ერთად, ობამას პოლიტიკამ ხელი შეუწყო ნავთობის გაიაფებას - ნავთობის ფასი განახევრდა.
ამ ყველაფრის შედეგად კი რუსეთს უდიდესი დარტყმა მიადგა -
ეკონომიკამ დაიწყო სტაგნაცია, რუბლი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა (-85%),
ხოლოდ ეკონომიკის მოცულობა (მშპ) სულ რაღაც 1-2 წელში შემცირდა ნახევარი ტრილიონი დოლარით (-32%).
პ.ს. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ობამას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა და ოპონენტებმა
ვერც ერთი სკანდალი ვერ ამოჩხრიკეს, რადგანაც მართლა ძალიან ღირსეული პიროვნებაა.
მშვიდობით ლეგენდა