ვიყიდე მეორადი ვიდეო კარტა ზოტაკ GTX 560 1გბ 256ბიტ. ვინც მომყიდა მითხრა 450-იან რეალურ კვებაზე ვამუშავებო, 1 გადამყვანითო. გამიხარდა,მეც 450იანი კვება მაქვს. მაგრამ არ ვიცოდი ჩემი რეალური იყო თუ არა...
როცა ყველაფერი შევაერთე ვიდეოკარტაზე 1-იანი გადამყვანით ეკრანი არ ჩაირთო. ანუ ვიდეო კარტა არ წაიკითხა. ჩავიტანე ხელოსანთან და მითხრა, ესეიგი უეჭველი კვების ბრალია, ვერ გიქაჩავს შენი 450იანი კვება ტრუხააო. და ამას ნამდვილი უნდაო. 500-იანი შემომთავაზა. რომელიც 85 ლარი დამიფასა, ახალიაო. შევამოწმეთ კიდეც იმ 500იანზე და ჩაირთო ჩვეულებრივად. ოღონდ იმ 500-იანი კვებიდან კიდევ მეორე გამომავალი გადამყვანი იყო, რომელიც ვიდეო კარტის მეორე შტეკერში შეერთდა. ანუ ორ გადამყვანზე ჩაირთო. მინდოდა ჩემსაზეც ორი გადამყვანით მეცადა, ტყუილად რომ არ მეყიდა ახალი კვება. მაგრამ ჩემს კვებას მეორე გამომავალი კაბელი არ აქვს. ანუ რაც არ უნდა მოვინდომო ორი გადამყვანით ვერ ვამუშავებ ამ ვიდეოკარტას, თუ ეს ჩემი ძველი კვება მექნება..
კითხვა მაქვს, არის რამე გზა, რომ ეს კვება არ შევცვალო და არ მივათხლიშო 85 ლარი და ისე ვამუშაო ჩემი კვებით GTX 560.
მადლობა ყურადღებისთვის
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)