თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილითბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი - გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
როგორც ცნობილია, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეზობლები იყვნენ. ირკვევა, რომ კონფლიქტი დაკავებულის ბინაში მოხდა, რასაც გასროლა მოჰყვა.
გარდაცვლილია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, მეზობლები ყვებიან, რომ ის ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის.
ბერი გაბრიელის ქუჩა N53-ში დილიდან პოლიცია, ექსპერტ კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ასევე, დაჭრილია ერთი ადამიანი.
ჯერჯერობით, სპეცოპერაციის სხვა დეტალები არ ხმაურდება.
http://www.info9.ge/samarthali/135332-thbi...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo