#46420563 · 8 Dec 2015, 15:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წრე
[ I ]
...მხედველობა გაბუნდოვნდა, დაბნელდა და ვიგრძენი სიარაფრე. სიარაფრე რისიც ყველას გვეშინია. სიცოცხლის შემდგომი სიარაფრე. ამ ეტაპის აღწერა მიჭირს, რადგან ის მართლაც არაფერია. იმდენად არაფერია, რომ ხანგრძლივობასაც ვერ დავასახელებ. იქნებ წამი ან იქნებ საუკუნე. არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვერ შევიგრძენი. უბრალოდ იყო არაფერი. და შემდეგ გავიღვიძე...
...მახსოვდა, მთელი ჩემი ცხოვრება... არა... ბევრად მეტი. ყველა ადამიანის ცხოვრება მახსოვდა. ყოველი ჩემამდე მცხოვრები თუ ჩემს მერე დაბადებული ადამიანის ბედისწერა მე ვიყავი... და ეს აღქმა ენით აღუწერელია ადამიანის პერსპექტივიდან... ეს იყო სრული წვდომა ყოველი ადამიანის ცხოვრების თითოეულ წამზე, რომელიც მას თავადვე არ ახსოვდა... მას? ან იქნებ მე? მე ამ მომენტში ყველა ადამიანის ცხოვრება განვიცადე. ყველა ღიმილი, ტკივილი, იმედგაცრუებული თუ ამაღელვებელი, ყოველი მომენტი მახსოვდა. ეს იყო გასაოცარი და ამავდროულად შემზარავი...
...დაახლოებით ვხვდებოდი რაც ხდებოდა. სხვა თუ არაფერი მე ვატარებდი კაცობრიობის ნაფიქრ ყოველ აზრს. მათ შორის იმათაც, თუ რა ხდება ჩვენს შემდეგ. გავახილე თვალები, თუ ჩავრთე შუქსენსორული მოწყობილობა, ან იქნებ უბრალოდ შევიცანი მრავალგანზომილებიანი არემარე, არ ვიცი. ამ წამის შეგრძნებები ნამდვილად არ მოდის შესაბამისობაში არც რაოდენობრივად არც თვისობრივად ჩემს ადამიანურ აღქმასთან. თუმცა სიიოლისთვის მარტივად შევუსაბამებ ყველაფერს სახელს რაც კი პირველი მომივა აზრად. მაშ ასე... გავახილე თვალები... და დავიკარგე...
გაგრძელება იქნება...(?) ალბათ... მაგრამ ჯერ მხოლოდ იდეებია.
--------------------
როცა ვაპირებდით რეფორმების გატარებას და კორუფციის მოსპობას, ზუსტად მაშინ მოვიდა ეს მიშა და მოგვიწყვეს ყვავილების რევოლუცია
|