ერთ ვიდეოს ვეძებ საქართველოზე, პრეზენტაციას ვაკეთებ უცხოეთში და მინდა ვაჩვენო ეგეც, წინათ ვნახე და ვერაფრით მოვძებნე ახლა.
https://vimeo.com/139516834აი, ასეთი ხარისხისაა და სერიოზულობის დაახლოებით, ოღონდ იქ ვიღაც ტურისტები არიან ტიპები და ასე სწორახაზოვნად არ არის გადაღებული, კადრები სწრაფ–სწრაფად გადადის და კამერა დაყვება ამ ტიპებს უკნიდან, თუ რაღაც ეგეთი, თან საკაიფო მუსიკა ადევს. ხარისხი ჰქონდა ძაან მაგარი და გადაღებაც კარგი იყო ძალიან, ორიგინალური, პროფესიონალურად იყო გადაღებული, როგორც ჩანს, რაღაც საერთაშორისო ტურისტული კომპანიის, ან საიტის ან რაღაც ეგეთის.
თუ დაახლოებით ხვდებით რომელი შეიძლება იყოს, დამილინკეთ, სხვას ვერ ვიხსენებ დამახასიათებელ ნიშანს, რომ მიგახვედროთ. მოკლედ თუ იცით, დაწერეთ, თუ არადა, ისედაც ზოგადად კარგი ვიდეოები საქართველოზე highly appreciated.
This post has been edited by Freddie Greensmith on 12 Dec 2015, 00:02