#46468885 · 14 Dec 2015, 00:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი, საქმე რაშია. რაც თამაშების საიტები ვნახე ყველა აბსოლუტურად ერთფეროვანი ბლოგებია, გაწელილი, უგემოვნოდ ჩასმული თამაშების ქოვერებით. პრინციპში როგორც ვხვდები მომხმარებლისგან მეტის მოთხოვნა არც მოდის. ისე რომელი ადეა არ მოგწონს? საიტის მთავარი გვერდი იყოფა ოთხ ბლოკად, სლაიდერის გამოკლებით. პირველი აჩვენებს ბოლოს დამატებულ თამაშებს. მეორე - კვირის ყველაზე პოპულარულ თამაშებს. მესამე ყველაზე ნაკლებად ნახვად თამაშებს და ბოლო, მეოთხე სექცია წარმოადგენს ულიმიტო თამაშების მოდულს, რომელსაც თავზე მითითებული აქვს კატეგორიები. ვიზიტორს შეუძლია სერჩოს თამაშები მთავარსავე გვერდზე. თამაშის გვერდზე გადასვლისას ვიზიტორს შეუძლია ნახოს გეიმფლეი, შეხედოს სისტემურ მოთხოვნილებებს და ზოგად ინფორმაციას თამაშთან დაკავშირებით და ამას გარდა დაათვალიეროს სქრინშოთები. * * * ხო, და, გარდა ამისა დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ აგრეთვე შექმნან საკუთარი თამაშების სია რომელიც შეინახება მათ აქაუნთზე. მოცემული მოდული განთავსებულია თამაშის გვერდის მარჯვენა მხარეს (My ShortList). რაც შეეხება გადაქართულებას - ამაზე დაფიქრება შეიძლება...
|