...გენდერულ თანასწორობაზე და ურთიერთობაზე ამდენი თანამედროვე კვლევების შემყურეს, რატომღაც მომინდა ეს საკითხი უფრო იუმორისტულ-ლირიულ სიბრტყეზე გადამეტანა! ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ბევრი რამ "გენდერულ ადათ-წესური", რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში კურიოზულად გამოიყურება მოდის ერთის შეხედვით ძალიან მარტივი და სახუმარო რაღაცეებიდან...
...ყველას გაუგია მაგ.: რიჩარდ ლომგული, ლომივით ვაჟკაცი და ა.შ., მაგრამ აგერ დაჰქროლა გენდერული თანასწორობის ნიავმა და უბრალო კაცზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე ლომიც კი საღადაოდ გაიხადეს...
...თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემის აზრით, მარტო ამ ვიდეოზე შეიძლება სადოქტორო ფსიქოლოგიური ნაშრომი დაიწეროს!
მოკლედ, არ ვიცი რამდენად აქტუალური საკითხი წამოვწიე და რამდენად შედის იგი თქვენს ინტერესთა სფეროში, მაგრამ მაინც იმედი მაქვს თქვენი გამოხმაურების!
პ.ს.: აქვე შევნიშნავ, რომ შორს ვარ განვიკითხო ან ვიქილიკო რომელიმე გენდერულ უმცირესობაზე, ყველას თავის გზით გაუმარჯოს ოღონდ...ვერ ვიტან ამ "შემომხედეთ შოუ-წამებულებს" და მომკალით თუ გინდათ!