არა, ეგენი jeep-ს არ იკადრებენ.
ამხელა ამბიციები ქონიათ, 60კ ფასიო და, ჯიპს რავა იკადრებენ :ვაიმაგათპატრონს:
ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა, დიდი არაფერია, მაგრამ ზუსტად ასახავს რუსულ ავტოინდუსტრიას.
ჟიგულის და მერსედესის პრეზიდენტები ერთმანეთის ახალ მოდელებს ეცნობიან.
ჟიგულის პრ. ეკითხება - სალონის ჰერმეტიულობას როგორ ამოწმებთო?
მბ - კატის მეშვეობით.
ჟიგ - ეგ როგორ?
მბ - როგორ და, ავუწევთ 4-ივე შუშას, შიგნით ჩავსვავთ კატას და მივუხურავთ ოთხივე კარებს. მთელი ღამით ესე ვტოვებთ და, დილით რომ მოვალთ, თუ კატა გაგუდული დაგვხვდა, ესეიგი სალონში ჰაერი არსაიდან იპარებაო.
ჟიგ - ვაა, საღოლ თქვენ, მაგარი მოფიქრებაა.
ეხლა მბ ეკითხება - თქვენ როგორ ამოწმებთ სალონის ჰერმეტიულობას?
ჟიგ - ჩვენც კატის მეშვეობით.
მბ - ეგ როგორ?
ჟიგ - როგორ და, ჩავსვავთ კატას. ავუწევთ ოთხივე შუშას, დავუკეტავთ კარებს და დავტოვებთ მთელი ღამით. დილით რომ მოვალთ, კატა თუ აღარ დაგვხვდა სალონში, ესეიგი საიდანღაც ჰაერი ეპარება