პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით საუბარი იყო პატიმართა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ძალიან ნიჭიერი პატიმრები ჰყავს.
„აშკარად ძალიან ნიჭიერი პატიმრები გყავთ, ბატონო კახა. თუმცა გამოიწვია ვნებათაღელვა თქვენს მიერ ორგანიზებულმა სპექტაკლმა პატიმრების მონაწილეობით. საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს. ემოციური დღე იყო. პატრიარქიც ესწრებოდა. როგორც იცით, ლამის დაგვწამეს ცილი სახელმწიფოს დანგრევაში. იმ დღეს რაც მოხდა ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა ადამიანებმა, რომლებსაც არც სახელმწიფო აქვთ, არც იციან რა არის სახელმწიფო ან სამშობლო, მაგრამ ეს გასაგებია ჩვენთვის. უბრალოდ საწყენია და საცოდავები არიან ეს ადამიანები, რომლებიც მიზეზს ეძებდნენ, რომ თავდასხმა გააკეთონ. იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, პატრიარქის პიროვნება თუ მთავრობა. ჩემზე აღარ არის საუბარი. ჩვენზე მიზეზები არ სჭირდებათ, ისედაც გვესხმიან თავზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, მის განცხადებაში ყველაფერი წესრიგში იყო და საუბარი იყო პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე შეწყალების პროცესში და მისი თქმით, განცხადებაში ასევე, იმაზეც მიანიშნა, რომ ეს საკითხი არის დარეგულირებული კონსტიტუციით.
„ჩემი ინფორმაციით, შეწყალების კომისიაში არის ჩართული საპატრიარქოს წარმომადგენელი. მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მიმართვა, რომ მიმემართა კანონმდებლებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქციაა შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის ჩართვა პროცესში. აქ რა იყო გაუგებარი? ან ანტისახელისუფლო? ან ანტისახელმწიფოებრივი?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერი აღნიშნავს, ადამიანებმა, რომლებიც მათ თავს დაესხნენ, კიდევ ერთხელ თავი გამოიაშკარავეს.
„ეს არის უბრალოდ მიზეზი. კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ყველას თავს დაგვესხნენ. ძალიან სამწუხაროა. მაინტერესებს, ასეთი სიძულვილი და ამდენი აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს. აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება. პატრიარქს არავის დაცვა არ სჭირდება, მით უმეტეს, პატრიარქს არ სჭირდება ჩვენგან დაცვა. პირიქით, ჩვენ გვჭირდება მგონი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, საზოგადოებაში ასეთი აგრესიული მუხტი რომ არის, თუმცა საბედნიეროდ, ეს არის ძალიან დიდი უმცირესობა საზოგადოების.
http://www.info9.ge/sazogadoeba/135187-pre...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo