„ძლევაი საკვირველის“ მეთაურიის დავით ამაშუკელის სტატია: „ვინ არიან საქართველოს ნამდვილი მტრები?“
1. ოსმალეთისა (თურქეთისა) და სპარსეთის (ირანის) იმპერიებისაგან სისხლდაცლილმა საქართველომ საშველად რუსეთის იმპერიას მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე საეჭვო იყო „ერთმორწმუნეობის“ ნიღბის ქვეშ მოქმედი, გეოპოლიტიკური ინტერესების მქონე რუსეთის დაპირებები. დაპირებები კი უხვად იყო შეტანილი 1783 წლის ე.წ. „გეორგიევსკის ტრაქტატში“. სინამდვილეში მაშინდელიც და მომდევნო ყველა ისტორიკოსი წერს, რომ მსგავსი ჩაგვრა და დამცირება ქართველებს არ გამოუცდიათ, მანამდე არსებული სხვა დამპყრობლებისაგან! რუსეთმა გააუქმა ლეგიტიმური სამეფო და საეკლესიო ხელისუფლებები და მის სანაცვლოდ დაადგინა რუსეთის მეფისნაცვალი საერო ხელისუფლებაში, ხოლო რუსი ეროვნების ეგზარხოსი პატრიარქის სანაცვლოდ. ჩაგვრა და გაპარტახება იმხელა მასშტაბებს აღწევდა, რომ თვით რუსი ინტელიგენციაც კი აღშფოთებით წერდა საპროტესტო პუბლიკაციებს. ერთ-ერთი ასეთი იყო ცნობილი რუსი მეცნიერი ნ. დურნოვი აქ მისი სტატიაა „ქართული ეკლესიის ბედი“, ნიკოლოზ დურნოვო. ნაწყვეტი, 1907წ.
https://www.facebook.com/notes/gior...
2. „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დარღვევის შემდეგ რუსეთმა საქართველოში აწარმოა 200 წლიანი ასიმილატორული პოლიტიკა, რომლის უმთავრესი მიზანი იყო სამომავლო ეთნო-ნაღმების ჩადება და ქართველთა გენეტიკური გათქვეფა 3-ჯერ მეტ შემოსახლებულ მოსახლეობასთან - ბრძოლებში სისხლად დაცლილ საქართველოს ადგილობრივ 300 ათას ქართველზე 820 ათასი შემოსახლებული მოდიოდა!!! უმაღლეს და მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ არაქართველი ეროვნების ქართველთ-მოძულე პირები. მათ მოადგილეებად კი გადარუსებული, „ქართველი პატრიოტები“ - „მუშნი ზარანდიები“.
3. გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთისაგან თავის დაღწევისა და 3 წლიანი ხანმოკლე თავისუფლების შემდეგ, მასონების, რუსეთისა და შინაური მოღალატეების ერთობლივი მონდომებით საქართველოში (არჩევნების გზით მოსული კანონიერი ხელისუფლების დამხობის გზით) მყარდება ანგლო-საქსონური რეჟიმი, რომლის ფსევდო-ლიბერალური უტოპისტური საკანონმდებლო ბაზა, მიმართულია საზოგადოების სოდომიზაციისაკენ და უკიდურესი გარყვნილებისაკენ. ამის ფონზე თავი იჩინეს რამდენიმე ტიპის იუდა-პარტიებმა:
I კატეგორია - პრო-რუსული ორიენტაციის პარტიები: ეს იუდები მზად არიან საქართველო დააბრუნონ რუსეთის იმპერიაში, იქ სადაც სისხლში ახშობდნენ ნებისმიერ სიტყვას თქმულს, საქართველოს გაბრწყინებაზე. არა და მაცხოვრის სიტყვისამებრ მართლმადიდებლობის სულიერი წინამძღოლი მსოფლიოში არის „საზეპურო ერი“ - საქართველო! ეს კი რუსეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი რუსი სასულიერო იერარქიისათვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან მათ იმპერიულ წიაღსვლებს საფუძველშივე აშიშვლებს. ამიტომ იყო რომ რუსეთმა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დარღვევა დაიწყო სწორედ მონარქიის მოშლით, რამეთუ მირონცხებული მეფე უპირველესი მცველია (აქ მიწაზე) დედა-ეკლესიისა. ამის შემდეგ ჯერი პატრიარქობის გაუქმებაზეც მიდგა, რაც წარმატებით განახორციელა: პატრიარქების სანაცვლოდ, ქართველების სიძულვილით აღვსილი, ეგზარხოსები ცვლიდნენ ერთმანეთს საბჭოთა წყობის დამყარებამდე, წირვები კი მხოლოდ რუსულ ენაზე აღევლინებოდა, გაიძარცვა თითქმის ყველა ტაძარი და საუკუნეების წინ დაწერილი ფრესკები თეთრი საღებავით გადაღებეს. ამის გამპროტესტებელ მამულიშვილებს კი ოჯახებიანად სპობდნენ! საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ კი ყველამ კარგად ვიცით, თუ რა უარეს ვითარებაში აღმოჩნდა ჩვენი სამშობლო. და ყოველივე ამის შემდეგ, რატომ უნდა გვწამდეს, რომ საშინელი „დიდი ძმა “ დღეს სხვანაირად მოგვექცევა???! ეს დიდად საეჭვოა, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ დაძრწის „КГБ“-ს აჩრდილი და ამის ნათელი დადასტურებაა „ერთმორწმუნეობის“ ნიღაბ ქვეშ შექმნილი ფეისბუქ გვერდები. იხილეთ ერთ-ერთი ასეთი რუსულ-იმპერიალისტური პროპაგანდის გვერდი:
https://www.facebook.com/1665159133...
II კატეგორია - პრო-დასავლური პარტიები: ანგლო-საქსონური იუდების ეს ჰიბრიდული ჯიში (იხ. მათი ბნელი ანტისაკაცობრიო მიზნები აქ: elia.ucoz.com/index/0-19 ) სულიერად იმდენად ბნელი და ქვენარე ინსტიქტებს დაქვემდებარებულები არიან, რომ მათ არსებობას ვერ წარმოიდგენდა ვერც ერთი საღად მოაზროვნე რუსეთის იმპერიამდელი ქართველი. ამ ჯიშის ქვესახეობები ერთმანეთს ეჯიბრებიან დაუმტკიცონ დასავლეთს ერთგულება და თავპირისმტვრევით აკანონებენ მამათმავლობის პროპაგანდას - ე. წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიხედვით პედარასტიით დაავადებულებს უკვე შეუძლიათ „ასწავლონ“ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში!!!
2016-17 წწ. სკოლებში იგეგმება ახალი საგნებისა და სახელმძღვანელოების შემოტანა: „მე და საზოგადოება“ (3-4 კლასები) და „ჩვენი საქართველო“ (5-6 კლასები. ამ სახელწოდებით დღეს არსებული საგნისათვის ახალი სახელმძღვანელო შეიქმნება). უკვე არსებობს მასწავლებლებისათვის სამი დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილი 6-13 წლის ბავშვებისათვის. მათში შეტანილია ისეთი თემები, რომლებიც აზიანებს ბავშვის სულსა და ცნობიერებას და შესაძლოა ბავშვების ფსიქიური აშლილობის გამომწვევიც გახდეს. მაგალითად, ბავშვებს სთავაზობენ - მოდით შევცვალოთ ცნობილი ზღაპრის პერსონაჟების სქესი, ან კიდევ მიმართვა ბავშვებისადმი - „შენ ხარ ბიჭი, მაგრამ გინდა იყო გოგო. . .“ ან პირიქით - „შენ ხარ გოგო და გინდა გახდე ბიჭი. . .“. ამ სიტყვების უკან რა დიდი გარყვნილებაა, ვფიქრობთ, ყველასათვის გასაგებია.
გარდა ამისა, ეს საგნები ასწავლიან ყველა სარწმუნოების ერთმანეთში აღრევას, ღვთის ჭეშმარიტი სწავლების უარყოფას, რასაც ადამიანი სრულ ურწმუნოებამდე მიჰყავს. ამ საგნებში ერთ-ერთი ძირითადი თემაა ბავშვების მშობლებთან დაპირისპირება, ასევე ეროვნული ტრადიციების უარყოფა, რაც გამოიწვევს ბავშვებში ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულის გაქარწყლებას. ტრადიციული ოჯახური ურთიერთობების მოშლისა და ბავშვების მშობლებთან დაპირისპირების მეშვეობით იუვენალური იუსტიციისათვის ნიადაგის მომზადება! საფუძველი ეყრება იუვენალური ფაშისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რაც ნოყიერი ნიადაგი იქნება, წმ. მამების მიერ აღწერილი, ანტიქრისტეს ტახტის დადგმისათვის!
მასონების დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით, ასეთმა პარტიებმა და ე.წ. „არასამთავრობოებმა“ 23 წლის განმავლობაში მოახერხეს დღევანდელი ტიპის სახელმწიფოს 6-ივე სახელო შტოსა (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, „მასმედია“, „არასამთავრობოები“ და დასავლური საელჩოები) და სინოდის შემადგენლობის უმრავლესობის დაქვემდებარება და პატრიარქის უმცირესობაში მოქცევა. ბულგარეთისა და იერუსალიმის საპატრიარქოებშიც იგივე გააკეთეს, რასაც მოჰყვა „ურჩი“ პატრიარქების უნეტარესი მაქსიმუსისა და უწმინდესი ირინეოსის გადაყენება სინოდის უმრავლესობის მიერ! ასეთი მწარე მაგალითების ფონზე პატრიარქი ფაქტიურად ტყვეობაშია მცირერიცხოვან მომხრე მეუფეებთან (მათ შორისაა ჩვენი მეუფეც) ერთად! აქ ამის დოკუმენტალური მტკიცებულებაა: elia.ucoz.com/index/0-40
III კატეგორია - პრო-თურქული პარტიები: ეს ბიზნესმენები ძირითადად ინიღბებიან სასტუმროებით, რესტორნებითა, კაზინოებითა და ღამის კლუბებით. სინამდვილეში კი წარმოადგენენ კარგად ორგანიზებულ და მოტივირებულ მებრძოლ-პროპაგანდისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც იახლოვებენ და ფინანსურად ზურგს უმაგრებენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ქართველებს. მათი მიზანია აჭარის მოსახლეობის „განათლება“ - მომწიფება იმ აზრისა, რომ თურქეთთან მიერთების მოთხოვნა დადგეს დღის წესრიგში! იმის მაგივრად რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოვთხოვოთ, საქართველოს სისხლხორცი ისტორიული მიწების: ლაზეთის, ტაოსა და კლარჯეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარება, მიმდინარეობს უკუპროცესი -საქართველოს ზომბირება აჭარის თურქეთისათვის მიერთებისთვის!
IV კატეგორია - ფსევდო ნეიტრალური პარტიები: ასეთი უტოპისტური პარტიების მესვეურთ შეუძლიათ მარტივად შეიყვანონ შეცდომაში რელიგიურად და პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანები. ისინი მართალია სამართლიანად გმობენ დასავლეთსაც, თურქეთსაც და რუსეთსაც, ოღონდ აღარაფერს ამბობენ რანაირად უნდა იარსებოს ასეთ გველეშაპებ გარსშემორტყმულმა საქართველომ, თითქმის უიარაღოდ დარჩენილი!!! ღმერთმა დაგვიფაროს ამ დემაგოგებისაგან, მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ სათავეში, საქართველო ან დიდი საომარ მოქმედებებში გაეხვევა, ან ისევ ზედა 3 კატეგორიის პარტიებს დაემგვანება და ისევ მარიონეტულ, მონა ქვეყნად დარჩება საქართველო და მთელი საკანონმდებლო ბაზა ისევ მიმართული იქნება ეროვნული და ზნეობრივი გადაგვარებისაკენ.
სინამდვილეში დღეისათვის ნამდვილი ნეიტრალური და მხოლოდ წმინდა პროქართული ორიენტაციის პარტია ერთად-ერთია, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ უფლის ძალას, ქართველი მამულიშვილების გამჭრიახობასა, მადლიან-ნოყიერ ქართულ მიწასა, მის წიაღსა და ქართველი კაცის მშრომელ მარჯვენას: იხ. ბოლოში.
V კატეგორია - თანამდებობისა და ხელფასების მაძიებელთა არმია: ეს ის დამნაშავე ხალხია, რომელთა სულებითაც იკვებება ზემოთ ჩამოთვლილი, სამშობლოს მოღალატეობრივი, 4-ივე კატეგორიის პარტია. ეს ხალხი თავს იმით იმართლებს, რომ: „აბა ოჯახი რითი ვარჩინოთ“-ო. იმას კი აღარ ფიქრობენ, რომ ასეთი მოქცევით მომავალ თაობას გადაგვარების ღრმა უფსკრულს უმზადებენ!
ზემოთ ჩამოთვლილ 5 მანკიერი გამოვლინებას აერთიანებს უღმერთოება და მოღალატური აზროვნება! ეს „პრადვინუტები“ გვეუბნებიან, რომ მათი წინაპრები მაიმუნები იყვნენ და რომ დღეს განვითარების იმ საფეხურს მიაღწიეს, საიდანაც მხოლოდ მათ შესწევთ საქართველოს ნათელი მომავლისაკენ წაყვანა! ზოგი ამის თქმას ხმამაღლა ვერ გვიბედავს, მაგრამ გულში კი ასე ფიქრობენ... ამ „მაიმუნების შთამომავლებს“ , ზოგს ეტყობა საბჭოთა წითელი ნოსტალგია აწუხებთ ღამ-ღამობით,ზოგს თურქული „სპეტაკი ვილაიეთობა“ მოჰნატრებია, ზოგსაც კი მიზნად დაუსახავს საქართველო გადააქციოს დასავლურ -„პროგრესული“, სოდომური, შავბნელი ტიპის ქვეყნად! ყველა მათთვის კი იოანე ზოსიმეს ოქროს სიტყვები: „ქებჲ და დიდებჲ ქართულისა ენისჲ“; მაცხოვრის სიტყვები: „საქართველო, ერი საზეპურო“ და „ივერიის გაბრწყინება“ ისეთივე არა მშობლიურია, როგორც ნებისმიერი ნამდვილი ქართველისათვის ახალზელანდიელი რაგბისტების „ხაკა“!
ვინც ზემოთ ჩამოთვლილ უკლებლივ ხუთივე კატეგორიის მოღალატეებს საჯაროდ არ გმობს და ნებისმიერი სახის წილი აქვს თუნდაც ერთ-ერთ კატეგორიასთან, იგი ავტომატურად უარყოფს თავის ერთგულებას სარწმუნოებისადმი, მამულისადმი და ქართული ენისადმი! ის ქართველი აღარ არის!
სწორედ ამ უმძიმეს ვითარებაში აღმოჩენილ საქართველოს, უფალი უგზავნის „დაფარულ მეუფეს“, რომელიც არის სინოდის უმცირესობაში მყოფი ერთ-ერთი წევრი! ღირსი მამა გიორგი მოწამეთელიც (ბასილაძე) ამბობდა მისი სასწაულებრივი, მოსესებრი, ღვთისგან ბოძებული ძალების შესახებ: „[დაფარული მეუფე] დიდ ძალას ფლობს ღმერთიდან“ გვ.187. გარდა ამისა მამა გიორგი გვასწავლიდა თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღვით დაფარულ წმიდანებს სამშობლოს გადარჩენის საქმეში. გავიხსენოთ მისი სიტყვები:
https://www.facebook.com/photo.php?... და მართლაც დაფარულმა მეუფემ არაერთი სასწაულებრივი სასჯელი მიუვლინა როგორც დასავლეთს, თურქეთს ასევე რუსეთს! მსგავსად იმისა, როგორც მოსე წინასწარმეტყველმა დასაჯა მსოფლიოს მპყრობელი ფარაონი და ეგვიპტე! აქ ეს სასწაულებია აღწერილი: elia.ucoz.com/index/0-32 და elia.ucoz.com/index/0-29
„ძლევაი საკვირველის“ მეთაური, დავით ამაშუკელი
უფალმა ღმერთმა გამოგვიგზავნა სტიქიების მართვის ნიჭით აღჭურვილი მეუფე! არა მარტო მიწისძვრები, თუ ზემოთ მითითებულ, მეუფის სხვა სასწაულების ბმულებზე გადახვალთ დარწმუნდებით, რომ მას შეუძლია ტორნადოების, წყალდიდობების, ასტეროიდისა და სხვა სტიქიური უბედურებების მოვლინება! ასეთი პიროვნების განრისხებას კი, ნამდვილად არ ვურჩევდი არავის: მათ შორის კბილებამდე შეიარაღებულ, მსოფლიოს სუპერსახელმწიფოების ლიდერებსაც. დაფარული მეუფე „ბერული სისტემის წმიდანიცაა“ და „მეომრული სისტემის წმიდანიცაა“ და თუ ტკბილი სიტყვებით დიპლომატია არ გაჭრის, მისთვის აბსოლუტურად მისაღებია მოწინააღმდეგის ფიზიკური ლიკვიდაცია, სიტყვის ძალით! გავიხსენოთ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“: „ესე ნეტარი ეფრემ ორმეოცი წელ ეპისკოპოსობდა შემკული სულით წმიდითა. რამეთუ დაფარულსა კაცთა საქმესა ვითარცა ცხადსა ამხილებდა და სიკვდით განწირულთა სნეულთა, სიტყვით მსწრაფლ განჰკურნებდა, ხოლო ურჩთა სიტყვითა მოაკვდინებდა.“
სწორედ ასეთმა ძალმოსილმა მეუფემ დააარსა სარწმუნოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ძლევაი საკვირველი“, რომელსაც მართავს უშუალოდ ჩემი მეშვეობით. გველეშაპ სუპერსახელმწიფოების ლიდერებს კი სწორედ დაფარული მეუფე უნდა ელაპარაკებოდეს და არა ისეთი მხდალი, მაიმუნურ-მარიონეტული, როგორებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ 5 კატეგორიად!
ებრაელ ხალხს მოსესთვის, რომ არ დაეჯერათ, უფალი იმ 10 სასწაულსაც არ მოახდენდა მოსეს ხელით, რადგან უფლისათვის სათნოა ადამიანთა რწმენა!
მაშ, ძმანო ივერიელნო აღვიპყრათ მახვილად, ჩვენი სახელოვანი წინაპრების სარწმუნოება და ფარად კი „დაფარული მეუფის“ ღვთისგან ბოძებული ძალა, რათა შევმუსროთ საქართველოს მსწრაფლ გამრყვნელნი და შემარცხვენელნი შინაური იუდები და გარეული ვეშაპები! „ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!“ საქართველო საზეპურო ერია, საქართველო გაბრწყინდება, ამინ!
https://www.facebook.com/notes/giorgi-lazi/...761486513978509