#46415426 · 7 Dec 2015, 22:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის ინიციატივით, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის კრიტერიუმები კანონმდებლობით განისაზღვრება. კომიტეტის სხდომაზე ‘’სპორტის შესახებ’’ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილეს. ახალი ინიციატივით საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და არ არის ნასამართლევი (ან, ნასამართლეობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული). ამასთან, ცვლილებების დაკანონების შემთხვევაში, სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოს - ყრილობის დელეგატების ¾ იურიდიული პირები იქნებიან. კანონპროექტის მიღების მიზანს, ეროვნული სპორტული ფედერაციებისთვის დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
რას ფიქრობთ უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფედერაციის პრეზიდენტს?
This post has been edited by mcenare-99 on 7 Dec 2015, 22:16
--------------------
დსვცვავხც ხც დდვფავფრფვრევფრვ ხცც ხ ხც
|