მიუხედავად ყველაფრისა, ოცნებად მრჩება აქ მოგზაურობა. . N 1 მარშრუტი უნდა იყოს ტურისტებისთვის, რომ არა დღევანდელი სიტუაცია..
თუ შეიძლება ახლა აქ მოხვედრა, როგორ, რანირაად.. თუ იცით, დაწერეთ ))
ერაყი - მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში. მეზობელი ქვეყნები: ირანი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, იორდანია, სირია და თურქეთი.
ფართობი: 438.317 კვ კმ (169,235 კვ მილი).
მოსახლეობა: 31.9 მილიონი (2013).
მოსახლეობის სიმჭიდროვე: 72.7 თითო კვ კმ.
დედაქალაქი:ბაღდადი.
სახელმწიფოს მეთაური: ჯალალ თალაბანი 2005 წლიდან
ენა: არაბული, ქურთული (ოფიციალური ქურთულ რეგიონები), თურქმენული
რელიგია 97% (შიიტი 60% -65%, სუნიტი 32% -37%), ქრისტიანული ან სხვა 3%
ელექტროენერგია: 230V/50Hz
ქვეყნის კოდი: +964
ინტერნეტ TLD: . Iq
დროის ზონა UTC +3
ერაყი არის დედამიწის უძველესი ცივილიზაციების აკვანი, მათ შორის ბაბილონის და ასურეთის. იგი იყო ოტომანების იმპერიის ნაწილი 1534 წლიდან, 1918 წლიდან მოექცა ბრიტანეთის კონტროლქვეშ. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1932 წელს. 1958 წლამდე ქვეყანას მართავდა ჰაშიმიტების დინასტია (ფაისალ I და ფაისალ II ). მონარქიის დამხობის შემდეგ ერაყში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. 1968 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა პარტია ბაასი, რომელმაც “ანტიიმპერიალისტური კურსი” აიღო და დაიწყო რეფორმების გატარება. 1974 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში გამოცხადდა ქურთისტანის ავტონომია. 1980-88 წლებში ერაყი მონაწილეობდა ფართომასშტაბიან ომში ირანთან, ხოლო 1990 წელს იგი შეიჭრა მეზობელი ქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ანექსია. მხოლოდ საერთაშორისო კოალიციური ძალების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია. დადგენილია, რომ ირანთან ომში ერაყმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ხოლო 1988 წელს - ქვეყნის შიგნითა, ქურთების წინააღმდეგ. ამ ომების გამო, 1991 წელს გაერომ ერაყის მიმართ საერთაშორისო სანქციები დააწესა, რამაც გამანადგურებელი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში - შეიქმნა დახურული ზონები, სადაც პატრულირებდა აშშ-სა და ბრიტანეთის ავიაცია. ჩრდილოეთის დახურულ ზონაში ქურთებმა ავტონომიური რეგიონი შექმნეს. უკანასკნელ წლებში გაერო ცდილობდა დაეყოლიებინა ერაყის მმართველი რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებაზე, მაგრამ უშედეგოდ. 2003 წლის მარტში აშშ-ს და დასავლური კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებისაგან. ორი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა საოკუპაციო დროებითი ადმინისტრაცია, რომელმაც მოამზადა ერაყის სამოქალაქო ძალებისათვის ხელისუფლების გადაცემის წინაპირობები. 2005 წლის 6 აპრილს ჩატარდა ერაყის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯალალ თალაბანი, ქურთი აჯანყებულების ყოფილი ლიდერი.
კლიმატი
ერაყის უმეტეს ნაწილში არის ცხელი, მშრალი კლიმატი. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა აღემატება 40°C (104°F)-ს, ქვეყნის უმეტესი ნაწილისთვის კი ხშირად აჭარბებს 48°C (118°F)-ს. ზამთარში ტემპერატურა იშვიათად აღემატება 21°C (70°F)-ს, მაქსიმალური ტემპერატურაა 15-16 °C, ღამის განმავლობაში ხანდახან ტემპერატურა 0- ს ქვემოთ ეცემა. როგორც წესი, ნალექები მცირე ოდენოობითაა, ქვეყნის უმეტესი ნაწილი იღებს წლიურად 250 მმ-ზე ნაკლებს. მაქსიმალური ნალექები მოდის ნოემბრიდან აპრილამდე.
რეგიონები
ალ ჯაზირა;
Baghdad Belts -.
ერაყის უდაბნო
ქურთისტანი :დ - ამათ რომ ჰკითხოთ, მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი.
ქვედა მესოპოტამია

ქალაქები: Baghdad, Arbil, Ar Rutba, Basra, Dahuk, Fallujah, Karbala, Kirkuk, Mosul, Sulaimaniyah
რა უნდა ვნახოთ :
Ashur - ასურეთის იმპერიის ყოფილი დედაქალაქი და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელმაც მიიღო სარგებელი უკანასკნელი წლების მოვლენებიდან - სადამ ჰუსეინი აპირებდა კაშხალის აგებას მის სიახლოვეს, რაც გამოიწვევდა ძეგლის დატბორვას.
Babylon - მიუხედავად იმისა, რომ ის დაზიანდა არასწორი რეკონსტრუქციის, ძარცვის და სამხედრო გულგრილობის გამო, ძველი ბაბილონის ნანგრევები მაინც რჩება ყველაზე შთამბეჭდავ ძეგლად. თარიღდება 2300 წლით ძვ. წ.
Ctesiphon - პართების და სასანიდების იმპერიების უძველესი დედაქალაქისგან დაგვრჩა დიდებული ნანგრევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქტესიფონის თაღი. აქვე, ტიგროსის (თუ ტიგრი) გადაღმა გვხვდება უძველესი ელინისტური ქალაქი სელევკია.
Hatra - იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, წარმოუდგენლად კარგად შემონახული პართული ქალაქი
Nineveh - უძველესი ქალაქი, ასურეთის დედაქალაქი, რომლის ნაწილზეც ჩატარებული რეკონსტრუქცია.
Ur - უძველესი შუმერული ქალაქის ნანგრევები, ცნობილია მისი გიგანტური პირამიდით - Great Ziggurat of Ur. თარიღდება 4000 ძვ. წ. აღ.
Abbasid Palace - მე-13 საუკუნის სასახლე ბაღდადში, გადაჰყურებს მდინარე ტიგრს. ერთ-ერთი უძველესი შენობა ქალაქში, იგი წარმოადგენს იმ პერიოდს, როცა ბაღდადი იყო განათლების და ვაჭრობის ცენტრი.
Baghdad Bazaars - ..
Basra - თავისი არხების და მე-19 საუკუნის ელეგანტური შენობების წყალობით მას უწოდებენ აღმოსავლეთის ვენეციას. ბასრა არის ერაყის მთავარი საპორტო ქალაქი.
Erbil - ქურთისტანის დედაქალაქი. ციტადელის ირგვლივ სეირნობისას, თქვენ გაივლით ალექსანდრე დიდის ნაბიჯებს, რომელმაც აქ დაამარცხა დარიუს მესამე გავგამელას ბრძოლაში. ერბილის მუზეუმში ინახება შუმერების და აბასიდების ნივთების კოლექცია
Iraqi National Museum - ხელმეორედ გაიხსნა 2009 წელს, ინახება უამრავი არქეოლოგიური ნივთი
Kadhimimain Mosque - დახვეწილი და საოცარი მეჩეთი ბაღდადში - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ერაყში. ამ სანახაობრივ მეჩეთს აქვს 4 მოოქროვილი მინარეთი და 2 გუმბათი. აშენებულია 1515 წელს.
Kerbala - მუსლიმების სულიერი სახლი, აქ დადიან მოსალოცად )
ქურთისტანის სამთო კურორტები -..
Mosul - მოსულის მუზეუმი, მეჩეთები, ეკლესიები, კოშკები. ქალაქის ცენტრი ცნობილია მე-19 საუკუნის დროინდელი სახლებით და ვიწრო ქუჩებით.
Najaf - შიიტების კიდევ ერთი წმინდა ქალაქი, ცნობილია Al-Haidariya-ს მეჩეთით, რომელიც „ჩასმულია ოქროში“ :დ
Samarra - იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 2007 წელს. სამარა წარმოადგენს აბასიდების იმპერიის ძალაუფლების ამსახველ ქალაქს, 847 წელს ქალაქში აშენდა სამარის დიდი მეჩეთი, რომელიც სპირალური მინარეთით გამოირჩევა.
მწვანე ზონა - 10 ჰექტარი გამაგრებული ზონა ბაღდადის ცენტრში. სამინისტროები, სასახლეები სადამის აშენებული .. განლაგებულია ამ დაცულ არეში
This post has been edited by keep_walking on 15 Aug 2013, 22:43