სამართალდამცავებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი შრი-ლანკის 6 მოქალაქე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , მათი აყვანა სოფელ კარწახში განხორციელდა. "უწყების სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საპოლიციო კონტროლის დროს, შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის 6 მოქალაქე: 1977 წელს დაბადებული მუტუ მ, 1992 წელს დაბადებული ნიროშან ტ, 1990 წელს დაბადებული თანაბალსინგამ ს, 1991 წელს დაბადებული ვიჯიტარ შ, 1982 წელს დაბადებული ლიგეეტარან ს და 1979 წელს დაბადებული გალბოკკაჰივაჯ რ. საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის ბრალდებით სოფელ კარწახში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს პიროვნების იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ ჰქონდათ და საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ", - აცხადებენ შსს-ში.
მათივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულები ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს გადაეცა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...e-daakaves.htmlარც პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს ტერიტორიაზეც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ აქ როგორ შემოვიდნენ.
This post has been edited by Z A Z A on 11 Dec 2015, 10:52
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo