სალამი,
რამდენიმე დღეა ფორუმზე ვპოსტავ. ზოგმა რა მითხრა, ზოგმა რა. განსხვავებულ აზრებს ვისმენ, შესაბამისად თემას ვხსნი სადისკუსიოდ.
საბურავი მაქვს Achilles 101 Winter M+S თოვლის ნიშნით. წინა საბურავის ფოტოს ვდებ, უკანებზე უკეთესი პროტექტორები აქვს. BMW 3 სერია ე46
ვისმენ შემდეგ განსხვავებულ აზრებს:
1. მეუბნებიან რომ ამ საბურავის რეზინები არ ვარგა არ ექნება მოჭიდება. თუმცა ზოგი პირიქით მიხასიათებს.
2. ფოტოზე ხედავთ ნაპრალებს, რომელიც როგორც ვიცი, სიძველისგან ჩნდება. ზოგი მეუბნება რომ უნდა დავიკიდო ეს ნახეთქები, ზოგი კი მეუბნება მოჭიდებას დაკარგავს თოვლზეო. ლოგიკას ვერ ვხედავ, ნაპრალი რას უნდა ცვლიდეს.
3. ზოგი მეუბნება რომ M+S ზამთრისას ნიშნავს თუ თოვლის ნიშანი ახატიაო. თუმცა უცხოურ სტატიებზე სხვა ინფორმაციებს ვკითხულობ. ამბობენ რომ M+S ზამთარში მცირე თოვლზეა მხოლოდ გათვლილი. მეც როგორც ვიცი, ზუფთა რეზინებს M+S არ აწერიათ.
4. ზამთარში ყინულზე რომელი საბურავებია ცნობილი? ბრიჯთოუნის ბლიზაკები მირჩიეს, კიდევ აის გუარდი

5. თოვლის ნიშანი არ განსაზღვრავს ზამთრისას, მრავალ უცხოურ სტატიაში აღოვაჩინე ეს, მარტო საქართველოში გონიათ ასე, რატომღაც.
საუკეთესო საბურავები მემგონი ესენია, შეავსეთ :
Michelin X-Ice
Pirelli Ice Zero FR
Michelin Latitude X-Ice
Bridgestone Blizzak
Continental WinterContact
Yokohama iceGUARD

აბა თქვენი აზრები მაინტერესებს.
პ.ს საბურავები მინდა ბაკურიანისთვის

)))
This post has been edited by VakhoQor on 30 Dec 2015, 18:39
sudo atp-cache search Everything Interesting about Science of Computer Programming;
sudo apt-get learn Everything is Interesting;