„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება აფხაზეთში ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს“, - აღნიშნული შეფასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებმა ვახტანგ ყოლბაიამ თოქ-შოუში „არგუმენტის დროში“ ვიზარიბელიზაციის საკითხთან კომენტირებისას გააკეთა..
"ევროპული მომავალი აფხაზებისთვის უცხო არაა. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ თუ რა სიკეთე მოაქვს ევროინტეგრაციას. ამაზე სოხუმში ხმამაღლა არ საუბრობენ. რუსეთის წნეხის შიშით ეს თემა პოლიტიკურ ელიტაში ჩახშობილია. ძალიან დიდი დაკვირვება არ არის საჭირო იმის დასანახად, თუ რამდენად უნდათ მათ ევროინტეგრაცია. ყველას აინტერესებს თავისი ოჯახის, თავისი შვილების ბედი, ჯანდაცვის სიკეთეები, ევროპაში განათლების მიღება. ვფიქრობ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს აფხაზეთში", - განაცხადა ვახტან ყოლბაიამ.
მისი განმარტებით, აფხაზეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.
"აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისთვის ძალიან საშიშია აფხაზების თბილისისკენ შემობრუნების ტენდენცია. ალბათ გსმენიათ, რომ აფხაზები ხშირად კბილის ამოსაღებადაც კი თბილისში დადიან, ესწრებიან საფეხბურთო მატჩებს. ამ ყველაფერს, ე. წ. ხელისუფლების მხრიდან უკვე ისეთი პროტესტი აღარ მოსდევს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ე. ი. აფხაზეთის საზოგადოებაში რაღაც იცვლება", – აღნიშნა ყოლბაიამ.
ამასთან, როგორ ვახტანგ ყოლბიამ თოქ-შოუ-ში განაცხადა, სოხუმის ე.წ. პარლამენტში, ეროვნებით სომეხ დეპუტატთა ჯგუფმა რკინიგზის აღდგენის თემა წამოწია, თუმცა აფხაზების მხრიდან სერიოზული პრობლემები შეექმნათ. როგორც ყოლბაია აცხადებს, ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, საუბარი იყო ზღვის შელფის ამოქმედებაზეც, რასაც "როსნეფტი" ძალიან ცდილობს. მისივე თქმით, დასმულია მიწების პრივატიზაციის საკითხიც.
"რუსეთიდან პრაქტიკულად შეფერხებულია სოხუმისთვის ფულის ნაკადის მიწოდება. რკინიგზის თემა ნამდვილად არაა სერიოზული, მოსკოვი კარგად აცნობიერებს, რომ თბილისის გარეშე რკინიგზას ვერ გაიყვანს. რა თქმა უნდა, ხაჯიმბა ვერ მიიღებდა მკვეთრ გადაწყვეტილებებს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, რადგან ეს სოხუმზე აღარ არის დამოკიდებული. მათი შესრულების ბერკეტები არის არა სოხუმში, არამედ მოსკოვში. მოვლენების ამჟამინდელი განვითარებით მოსკოვი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უკმაყოფილოა. სოხუმში ხაჯიმბა ვერ მისცემს თავის თავს იმის უფლებას, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოს, როგორც მოსკოვს უნდა. გამორიცხული არაა მოსკოვმა კვლავ გამოიყენოს ხელების გადაგრეხის პოლიტიკა ხაჯიმბას წინააღმდეგ, ვგულისხმობ მის შეცვლას. ამის ინიციატორი კი შესაძლოა ისევ აფხაზეთის საზოგადოება იყოს. ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ იმ საკითხს, რომ აფხაზები ერთბაშად დაიძვრებიან თბილისისკენ. საჭიროა დრო, რომ მათ გააცნობიერონ, მოსკოვის ნამდვილი დამოკიდებულება სოხუმის მიმართ. ეს პროცესი კი ნელ-ნელა მიმდინარეობს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=37531ძაან მეეჭვება მე მაი ამბავი მოხდეს