malaktavusმირზაანის შემდეგ არის შესასვლელი საწყობების ტერიტორიაზე, პირდაპირ არის კაფელების საწყობი (ვაჟა იკითხე), მაღაზიებთან შედარებით იაფად აქვთ ბევრი კარგი რაღაცეები.
იმავე ტერიტორიაზე ოღონდ უნდა შემოუარო საწყობებს, ერთ ერთი საწყობია (მწვანედ შეღებილი კარებით) გერმანული ლამინატის (მანდ სოსო იკითხე), ხარისხიანს თუ ეძებ ყველაზე იაფად მანდ აქვთ რაც მე ვნახე. მარა თუ დაღლილი ჩინური 14 ლარიანი გინდა, მაშინ ელიავა ან გორგია

გათბობა, ისეთი თემაა რა, ყველა თავისას უბერავს რაც უფრო ბევრს მოუსმენ უფრო აირევი. მე მთლიანი სანტექნიკა და რადიატორები ქებულში ავიღე. თითქმის ყველაფერი აქვთ ადგილზე და ხარისხიანი, ერთი მისვლით 95% ყიდულობ რაც გჭირდება და ელიავას სასტავს თავს არ ატანჯინებ
ქვაბი არისტონი საგაში და იატაკის გათბობა რეჰაუს საწყობში.
გიფსო, შპაკლი და ეგეთები მარტო კნაუფის ყველაფერი, ელიავაზე არის 1-2 დიდი საწყობი და მანდ
დანარჩენები mgp-ში და ერთ მართლა "ოპტავოი" მაღაზიაში ელიავაზე (მეორე სართულზეა სენდვიჩებიან შენობაში)