http://www.ambebi.ge/sazogadoeba/149833-vi...omtsirveli.htmlაუდიტის სამსახურს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია იმ მოქალაქეების სია, რომლებმაც რჩეულ პარტიებს თანხა შესწირეს. თუმცა, რამდენიმე მათგანის ვინაობა "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა.
ჩვენი ინფორმაციით, წელს, "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შემომწირველი ოზურგეთელი ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძეა - მმართველ პარტიას მან 60 000 ლარი შესწირა, მისმა მეუღლემ, მარინა დოლიძემ კი - 40 ათასი ლარი.
კეჭაყმაძე და მისი მეუღლე ბოლო წლებში, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მსხვილ შემომწირველებად ითვლებიან - გასულ წელს კეჭაყმაძემ "ოცნების" ანგარიშზე 60 000 ლარი შეიტანა, მისმა მეუღლემ - 20 000 ლარი.
კეჭაყმაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერ კახი კალაძის მეგობარია და როგორც ამბობენ, პარტიის ანგარიშზე შეტანილი თანხა კალაძეს ეკუთვნის:
- რა შუაშია კახი კალაძე? მე მის გაცნობამდეც მქონდა ფული და ახლაც მაქვს. არავის მითითება არ მჭირდება, რა და როგორ გავაკეთო. კი, ბატონო, ყოველ წელს ვწირავ "ქართულ 
ოცნებას" გარკვეულ თანხას, რადგან მიმაჩნია, ეს არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში უნდა იყოს და რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა, - ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კეჭაყმაძე, რომელიც მედიის ყურადღების ქვეშ ხშირად ხვდება.
უფრო მეტიც - გასულ წელს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის (რემენა) საქართველოში დეპორტაციისა და "თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის" საქმეში კეჭაყმაძე დაადანაშაულა.