პატრულის თანამშრომელს სადგურის მოედანთან თავს დაესხნენ. მას თავის არეში ჭრილობა ქვით მიაყენეს. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
პატრულის თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
http://www.tabula.ge/ge/story/102826-patru...s-tavs-daesxnen
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.