kaxaberaაქ არ ვიცი სად იყიდება, მარა დარწმუნებული ვარ ამაზონიდან გამოწერა უფრო იაფი დაგიჯდება. მითუმეტეს თუ ყველაფერს შენთვითონ დააყენებ უფრო ნაკლებიც დაგიჯდება და შენ გემოზეც მოირგებ.
3-4 წლის წინ რამოდენიმე კომპანიას მივმართეთ აპარატურა/ დამონტაჟებაზე და იმხელა ფასი მოარტყეს რო რავი ... მესამედ ფასად გავაკეთ მეთვითონ ყველაფერი.
მოკლედ რომელი მოდელი იყიდო მაგას ვერ გეტყვი. აი ძალიან დიდი არჩევანია. ყველას აქვს + და - .
უბრალოდ ჩემი პირადი გამოცდილებიდან რჩევებს მოგცემ.
1. სისტემას იყიდი თუ მარტო კამერებს მთავარია კამერები იყოს რკინის და კაი ხარისხის. რათქმაუნდა წყალგაუმტარი

პლასმასის კამერა ადვილად ფუჭდება. მითუმეტეს ქალაქგარეთ თუ გაქ სახლი. სეტყვა , კვერნა, და ა.შ. ყველაფერს შეუძლია პლასმასის კამერა დააზიანოს

)
2. არაა საჭირო სუპერ HD კამერები

) არაფრში გჭირდება ეგეთი მაღალი ხარისხის კამერები. დიდ ადგილს იკავებს ვინჩესტერზე უბრალოდ და ძვირიც ღირს.ჰოლივუდის დონის კინოს გადაღებას არ აპირებ მგონი )) მთავარია ღამის ხედვა ქონდეს საკაიფო. ღამე კიდე ვინმეს სახის გარჩევა სრულ სიბნელეში პრობლემაა. ამიტომ სადაც კამერა იყურება იქ რამე პატარა განათებაც უნდა იყოს.
3.
პირადად მე არ გირჩევ Wireless კამერებს. არ ვენდობი wireless . შეიძლება გაჭედოს , წყვეტები და ა.შ. დაილოცოს შნური.
4. იყიდე ისეთი სისტემა რომელსაც ვინჩესტერი, სსდ , მიკროსიმი და ა.შ. ეცვლება. ხო ზოგ სისტემას ჩამონტაჟებული აქვს და ვერც გაუზრდი მეხსიერებას და ვერც შეუცვლი.
5. სუფთა ადამიანური მომენტია. თუ დიდი სახლი გაქ 2 კამერას რო დააყენებ მერე კიდე ფიქრობ 2 იც ხო არ მივამატოო მერე კიდე 2 იც და ა.შ. ამიტომ თუ პირდაპირ სისტემას ყიდულობ იყიდე 8 იანი. ზაპასკაშიც გექნება კამერები რამე რო იყოს.
6. პირდაპირ სისტემის ყიდვას თუ დააპირებ შეეცადე მარტივი და ადვილად გასაგები რო იყოს ეგეთი იყიდო. რო მერე ვინმეს მოყვანა არ მოგიწიოს
დანარჩენი ფპლანშეტზე გაუშვებ ონლაინ , კომპში , ტელევიზორში თუ რას იზავ დანარჩენი ყვეალაფერი ეგ უკვე შენ გემოვნებაზე და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.
ხო მე Amcrest 720P მაქვს. მაგარი ფასდაკლება იყო ადრე და ეგ ვიყიდე 4 კამერიანი. და მერე ჩემით მივამატე რაღაცეები. ეხლა ამაზონზე ბევრად უფრო კაი ვარიანტები იქნება. ჩაჯდომა უნდა და ნახვა.
წარმატებები
This post has been edited by lobja on 30 Nov 2015, 17:58