პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული და დასახელებული მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ამის შესახებ კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.როგორც პროკურორმა აღნიშნა, მობილური ტელეფონი ალეკო ელისაშვილის თანდასწრებით დაილუქა და მისი თანხმობის შედეგად, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა, სადაც მობილურს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 14 დეკემბერს მოწმის სახით დაიკითხა ალეკო ელისაშვილი, რომელმაც გამოძიებას წარუდგინა ის მობილური ტელეფონი, რომელშიც, მისი განმარტებით, უნდა ყოფილიყო ცალკეული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
მინდა განვაცხადო, რომ ალეკო ელისაშვილის თანდასწრებით მოხდა ამ მობილური ტელეფონის დათვალიერება და მასში არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებულ და დასახელებულ მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
ელისაშვილმა განაცხადა თანხმობა, რომ მობილურ ტელეფონს ჩაუტარდეს ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე, მისი თანდასწრებით მოხდა მობილური ტელეფონის დალუქვა და იგი გაგზავნილია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კომპიუტერულ-ტექნიკურ ექსპერტიზაზე“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, ექსპერტიზა დაადგენს, თუ რა მესიჯებია ტელეფონში, როდის არის გაგზავნილი.
ამასთან, როგორც პროკურორი განმარტავს ალეკო ელისაშვილის მობილურში აღმოჩნდა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში საერთოდ არ არის.
http://www.info9.ge/sazogadoeba/135471-pro...html?lang=ka-GE
იტყუება ელისაშვილი?
This post has been edited by Z A Z A on 15 Dec 2015, 17:59
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo