არ ახატიათ ახალი წელი და ხალხის განწყობა, მთავარია ჯიბეში წავა კაი ფული და თვითონ კი იქნებიან შესანიშნავ განწყობაზე ახალწელს!
თბილისის გარეუბნების უმეტეს ნაწილში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება
13:23 17-12-2015
თბილისის გარეუბნების უმეტეს ნაწილში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება თბილისის გარკვეულ უბანში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება. "ინტერპრესნიუსისთვის" თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორის ილუმინაციებით არ მოირთვება როგორც დედაქალაქის გარეუბნების უმეტესი ნაწილი, ისე ზოგიერთი ცენტრალური ქუჩა.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, ილუმინაციებს, რომელიც საახალწლოდ გასულ წლებში გამოიყენებოდა, წელს რეკონსტრუქცია ჩაუტადა და ის მხოლოდ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე, ფილარმონიის და ტელევიზიის მიმდებარედ კოსტავას გამზირზე, ვახუშტის ხიდზე, გლდანულის შესასვლელში, მუხიანში დუმბაძის ქუჩაზე, ნაძალადევში - გადასასვლელი ხიდიდან კინო "საქართველომდე", ბუშის ქუჩაზე, ქეთევან წამებულის გამზირზე და შარტავას ქუჩაზე დამონტაჟდა. ასევე ილუმინაციები "ანგელოზები" დაიდგა მარჯანიშვილის მოედანზე. შესაბამისად, საახალწლო განათება არ დამონტაჟდება გლდანში, ვარკეთილში, თემქაზე, ვაზისუბანში, ისანში, ავლაბრის ნაწილში, დიდუბეში - წერეთლის გამზირზე, ასევე დიღმის მასივში, დიდ დიღომში და ა.შ.
რაც შეეხება წელს შეძენილ ილუმინაციებს, ახალი განათებებით მოირთო თბილისის ცენტრალური ნაწილი: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, კოსტავას და თამარაშვილის ქუჩა და ავლაბრის აღმართი.
დედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში წელს მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ontazhdeba.htmlძაან სოფელია...