„ქვეყნის მომავალი თაობის ზნეობრივი დაცვისათვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“ - რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი
(„საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 19-25, 11, 2015წ.)ვუერთდებით რა მეუფე იოანეს ამ მოწოდებას, ჩვენ, სხვადასხვა ეპარქიების მღვდლები მრევლთან ერთად მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ჩვენი შვილები უზნეობისაგან. კერძოდ, სკოლებში იგეგმება ახალი საგნებისა და სახელმძღვანელოების შემოტანა: „მე და საზოგადოება“ (3-4 კლასები) და „ჩვენი საქართველო“ (5-6 კლასები. ამ სახელწოდებით დღეს არსებული საგნისათვის ახალი სახელმძღვანელო შეიქმნება). უკვე არსებობს მასწავლებლებისათვის სამი დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილი 6-13 წლის ბავშვებისათვის. მათში შეტანილია ისეთი თემები, რომლებიც აზიანებს ბავშვის სულსა და ცნობიერებას და შესაძლოა ბავშვების ფსიქიური აშლილობის გამომწვევიც გახდეს. მაგალითად, ბავშვებს სთავაზობენ - მოდით შევცვალოთ ცნობილი ზღაპრის პერსონაჟების სქესი, ან კიდევ მიმართვა ბავშვებისადმი - „შენ ხარ ბიჭი, მაგრამ გინდა იყო გოგო. . .“ ან პირიქით - „შენ ხარ გოგო და გინდა გახდე ბიჭი. . .“. ამ სიტყვების უკან რა დიდი გარყვნილებაა, ვფიქრობთ, ყველასათვის გასაგებია.
გარდა ამისა, ეს საგნები ასწავლიან ყველა სარწმუნოების ერთმანეთში აღრევას, ღვთის ჭეშმარიტი სწავლების უარყოფას, რასაც ადამიანი სრულ ურწმუნოებამდე მიჰყავს. ამ საგნებში ერთ-ერთი ძირითადი თემაა ბავშვების მშობლებთან დაპირისპირება, ასევე ეროვნული ტრადიციების უარყოფა, რაც გამოიწვევს ბავშვებში ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულის გაქარწყლებას.
მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ამ საშინელი უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მშობლებს მოგიწოდებთ, ერთად ვიზრუნოთ, რათა არ დავუშვათ მოზარდების განმრყვნელი საგნების შემოტანა სკოლებში.
პედაგოგებს მოგიწოდებთ, ასწავლოთ თქვენს მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარული, მშობლების პატივისცემა, ღმრთის მცნებებით უბიწო ცხოვრება.
1.არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
2.არქიმანდრიტი პეტრე (ანდღულაძე)
3.არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)
4.არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე)
5.დეკანოზი ალექსანდრე (ბოლქვაძე)
6.იღუმენი ისიდორე (ოქროპირიძე)
7.იღუმენი იოსები (იკაშვილი)
8.იღუმენი თეოფანე (არღვლიანი)
9.იღუმენი შიო (გელაშვილი)
10.დეკანოზი დიმიტრი (გორგიძე)
11.დეკანოზი ბესარიონი (მენაბდე)
12.დეკანოზი დავითი (ისაკაძე)
13.დეკანოზი დავითი (ქვლივიძე)
14.დეკანოზი ზაქარია (დავრეშიძე)
15.დეკანოზი შიო (მენაბდე)
16.დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი)
17.დეკანოზი არჩილი (ქიტუაშვილი)
18.დეკანოზი გიორგი (რაზმაძე)
19.დეკანოზი გიორგი (ასათიანი)
20.დეკანოზი ლევან (კუტივაძე)
21.დეკანოზი დავითი (რუხაძე)
22.დეკანოზი ელგუჯა (ბაბუნიძე)
23.დეკანოზი თადეოზი (სარალიძე)
24.დეკანოზი ირაკლი (ჭინჭარაული)
25.დეკანოზი გიორგი (გოგიჩაიშვილი)
26.დეკანოზი ბასილი (ფილფანი)
27.დეკანოზი იოანე (მიხელიძე)
28.მღვდელმონაზონი ბასილი (ანთაძე)
29.მღვდელმონაზონი ვარაქიელი (ვარდუკაძე)
30.მღვდელმონაზონი დემეტრე (გიგანი)
31.მღვდელმონაზონი ექვთიმე (არღვლიანი)
32.მღვდელმონაზონი პეტრე (ქურდაძე)
33.მღვდელმონაზონი კვირიკე (ცინდელიანი)
34.მღვდელი ბასილი (იაშაღაშვილი)
35.მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე)
36.მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი)
37.მღვდელი დავითი (ნოზაძე)
38.მღვდელი ნიკოლოზი (ჩხიკვაძე)
39.მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე)
40.მღვდელი გურამი (გამცემლიძე)
41.მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი)
42.მღვდელი დავითი (ქალებაშვილი)
43.მღვდელი დავითი (მინდორაშვილი)
44.მღვდელი ლევანი (ანთაძე)
45.მღვდელი ალექსანდრე (ქსოვრელი)
46.მღვდელი ირაკლი (ცუცქირიძე)
47.მღვდელი გიორგი (ნამგალაური)
48.მღვდელი გიორგი (მარშანიშვილი)
49.მღვდელი ლუკა (ბუცხრიკიძე)
50.მღვდელი არჩილი (ბურჯანაძე)
51.დიაკონი გაბრიელ (აბულაძე)
52.დიაკონი გიორგი (ლაზარიაშვილი)
--------------------------------------------------
ვიდეო მართლა იგეგმება რაიმე უზნეობის სწავლება თუ მმკ-ს აპოკალიფსურ ფანტაზიასთან გვაქვს საქმე?