საქმე გამოჩნდა, სად ხართ ყვარყვარე, ელო...
შკრილნიკოვის, ჩახალიანის და სხვა პოლიტპატიმრების მადლი ეწეოდეს ამ თემას
„ეს ნომერი 591-ზე იწყება"- ალეკო ელისაშვილი სატელეფონო ამონაწერს ასაჯაროებს (ვიდეო)
22:29 2015-12-16
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სატელეფონო ამონაწერს ასაჯაროვებს. როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება 591 ინდექსზე არსებული ნომრიდან 30 აპრილს შევიდა.
"ეს არის მაგთიდან ოფიციალური ამონაწერი. 591-ზე იწყება ეს ნომერი. 2014 წლის 30 აპრილს არის შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინება 14:36 წუთზე, 4 მესიჯი ზედიზედ შემოვიდა. იქ იყო კატეგორიულ-ისტერიულ ტონში მოთხოვნა, რომ გამეტანა საქმე განსახილველად. ვუპასუხე ამ ადამიანს 16:15 წუთზე, დაახლოებით 2 საათნახევრის შემდეგ. ეს ის 2 საათნახევარია, როდესაც ეს შეტყობინება შევუტანე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და პრეზიდენტს", - ამბობს ელისაშვილი.
http://www.newposts.ge/?l=G&id=94743-%E1%8...%83%94%E1%83%9Dსკანდალური ინტერვიუ: ,, 200 ათასი კობახიძეს გადაუხადა... კოკაინზე დაკავებული ყველა პირი უნდა გაეყვანათ“
21:27 2015-12-16
კოლონიის ყოფილი თანამშრომელი ჰყვება, რომ ზაუტაშვილს კობახიძე და ბესელია დირექტორის კაბინეტში ხვდებოდნენ.
ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშომელი ,,კურიერს" სკანდალური ინტერვიუს აძლევს. პირი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, მეხუთე დაწესებულებაზე და იმ პრივილეგიებზე, საუბრობს, რაც ხმაურიან პატიმარს, ანასტასია ზაუტაშვილს უკავშირდება.
კოლონიის ყოფილმა თანამშრომელმა დაასახელა კოალიციის ის ლიდერები, ვინც კოლონიას გვიან ღამით სტუმრობდნენ.
კერძოდ, საუბარია მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას სტუმრობაზე. როგორც რესპოდენტი ამბობს, ანასტასია ზაუტაშვილი კობახიძეს და ბესელიას დირექტორის კაბინეტში ხვდებოდა.
მას აქვს ინფორმაცია, რომ ანასტასია ზაუტაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი ჰქონდა 200 ათასი ლარი. მას შემდეგ კი რაც ის პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვდა ურეკავდა მანანა კობახიძეს, რომელიც მსჯავრდებულის ზარებს აღარ პასუხობდა.
"იყო შემთხვევა, როდესაც ანასტასია ზაუტაშვილი გაუყვანიათ ღამით დირექტორის კაბინეტში. ჩემი ინფორმაციით, მას ბესელია და კობახიძეს სტუმრობდნენ. ზოგადად, ბესელია და კობახიძე რომ მიდიოდნენ კოლონიაში, ჯერ ანასტასიას ვხდებოდნენ ცალკე და მერე - ყველას ერთად. დირექტორის კაბინეტში რომ ჩაგვყავდა ზაუტაშვილი, რამოდენიმე საათი რჩებოდა იქ. შემდეგ როდესაც გამოდიოდა იქიდან თვითონ ამბობდა, რომ კობახიძეს შეხვდა და ასახელებდა რამოდენიმე თანამდებობის პირს, რომელიც მისი თქმით საქმეს უკეთებდნენ. მსჯავრდებულები ამბობდნენ, რომ 200 ათასი აქვს გადახდილი და მალე გავაო. როგორც ვიცი, კოკაინის საქმეზე დაკავებული ყველა პირი უნდა გაეყვანათ. კონკრეტულად ეს 200 ათასი გადაუხადა კობახიძეს, ეს მოხდა იმ დროს, როდესაც მანანა კობახიძე უკვე პარლამენტში იყო", - ამბობს ციხის თანამშრომელი "კურიერთან" საუბარში.
http://www.newposts.ge/?l=G&id=94739-%E1%8...%83%AB%E1%83%94ბესელიამ ცოტნე ბაკურიას პოლიტპატიმართა სტატუსი შესთავაზა და ფინანსური დახმარება სთხოვა
21:30 2015-12-16
"აღორძინების" ერთი-ერთი ლიდერი ცოტნე ბაკურია შეწყალების სკანდალს ეხმაურება. როგორც ბაკურიამ "კურიერთან" საუბარში განაცხადა, 2012 წელს მას დაუკავშირდა ეკა ბესელია და ჰკითხა სურდა თუ არა მას პოლიტპატიმრის სტატუსი.
ბაკურიას თქმითვე, ეკა ბესელიამ მას ფინანსური დახმარებაც სთხოვა.
"მკითხა, ვთვლიდი თუ არა თავს პოლიტიკურ დევნილად. ვუთხარი, რომ მე არ ვარ პოლიტკური დევნილი. მან თქვა, რომ რასაც აკეთებენ კეთილშობოლური საქმეა. ასევე თქვა, რომ ფონდი იქმნება, რომელიც პოლიტიკური დევნილების ოჯახს დაეხმარება და ხომ არ მივიღებდი ამ ყველაფერში ფინასურად მონაწილეობას. არ მომეწონა ეს საუბარი. მადლობა გადავუხადე საუბრისთვის და გავუთიშე ტელეფონი", - განაცხადა ბაკურიამ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=94741-%E1%8...%83%A1%E1%83%98