ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე და ანგარიშის გამოქვეყნების თემაზე განმარტებებს აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ელჩი ადასტურებს, რომ დოკუმენტი დღეს გახდება საჯარო და ამის შემდეგ ის თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.
„ზუსტი დრო ჯერ არ ვიცი. მაგრამ ამ პრესკონფერენციაზე წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას ამ ამგარიშს. გულახდილად გეტყვით, რომ ის ჯერ მეც არ მინახავს. ვიცი , რომ დიდი მოლოდინი გაქვთ. მაგრამ, თუ ანგარიში იქნება პოზიტიური, მისი გამოქვეყნების შემდეგაც პროცესი გაგრძელდება. მას განიხილავენ კონსილიუმში და საკანონმდებლო ორგანოებში. ასე რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. გარდა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ რიგითი ქართველები თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ შენგენის ზონაში, ისინი უფრო მეტად ინტეგრირებული გახდებიან ევროპასთან“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
http://rustavi2.com/ka/news/34554იყო დრო როდესაც საბჭოთა კავშირის გარეთ გასვლა გვენატრებოდა
იყო დრო როდესაც საქართველოს ვერ ვცდებოდით
ახლა კიდე გუშინ ვოვამ აჰა ძმაო იარეთო რამდენიც გინდათო რუსეთშიო
დღეს კიდე ევროპამ შენგენის დედაც ვატირე სადაც თქვენ ხართო
ბეზ პრაბლემ ივლითო
რა უნდათ?

ევროკომისიის დასკვნა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ სავარაუდოდ 2 საათში უნდა გამოცხადდეს. ეს ბრიუსელის დროით 10-11 საათზე უნდა მოხდეს.
გუშინ, ევროკომისიაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ანგარიში გამოქვეყნდება სამ ქვეყანაზე - საქართველოზე, უკრაინასა და კოსოვოზე. ასევე აღინიშნა, რომ მუშაობა ბოლო ეტაპზეა. თუმცა გამოცხადების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებიათ.
ევროპულ საბჭოში მყოფი ევროკავშირის ლიდერები სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამენ, რომ ანგარიში პოზიტიური იქნება. თუმცა ისინი კონკრეტულ განცხადებებს დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებენ.
უკრაინული მხარე გუშინვე აკეთებდა განცხადებებს, რომ ანგარიში დღეს უნდა გამოქვეყნდეს. როგორც ცნობილია, კულუარულად საუბარი იყო, რომ სწორედ უკრაინის გამო არ გამოქვეყნდა ანგარიში 15 დეკემბერს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ თემაზე განმარტებები გააკეთა.
"მთავარია ანგარიში გამოქვეყნდეს. ეს იქნება იმ საკანონმდებლო ცვლილებების პოზიტიური შეფასება, რომელიც ჩვენ გავატარეთ. პროცესი, რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება. მთავარია გადაწყვეტილება შესრულდეს. უკრაინამ ვიზა ლიბერალიზაციისთვის მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო და ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებულია. ჩვენ დავპირდით ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, რომ დროს არ დავკარგავთ და ყველა ნაკისრ ვალდებულებას შვასრულებთ," - განმარტა პაველ კლიმკინმა.
თუ ანგარიში პოზიტიური იქნება, მასში აღნიშნული იქნება, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროპულ საბჭოს ამ საკითხის განხილვის თაობაზე. ეს საკითხი ასევე უნდა განიხილონ ევროპარლამენტში.
This post has been edited by Paranormal on 18 Dec 2015, 13:03