გავრცელებული ვერსიის მიხედვით ჯანდაბა ეს არის ადგილი ინდოეთში სადაც ქართველები საბრძოლველად იყვნენ სპარსეთის შაჰის ლაშქარში. და შესაბამისი გამოთქმაც აქედან მოდის.
თუ ჯანდაბა მართლა ინდოეთშია მაშინ მას ყველაზე უკეთ მიესადაგება ინდური ქალაქი dhanbad, მაგრამ როგორც ჩანს ეს სიტყვა ინდურად წარმოითქმის როგორც დჰანბად.
https://translate.google.ge/#en/hi/dhanbadმაგრამ მაქვს ასეთი ვერსია: შესაძლოა ჯანდაბა იყო იმ დროისთვის (როდესაც ეს სიტყვა შემოვიდა) ყველაზე მოშორებული ცნობილი ადგილი. შესაძლოა სულაც ინფორმაცია ამ ადგილის შესახებ, როგორც ყველაზე შორეულის, მაშინდელმა ვაჭრებმაც გაავრცელეს რომლებიც ამ ჯანდაბაში ნამყოფები იყვნენ.
მართლაც არსებობს ასეთი ადგილი რომელიც სახელწოდებაც პირდაპირ როგორც ჯანდაბა ისე წარმოითქმის და რომელიც მართლა ასეთ უშორეს ადგილას არის შუასაუკუნეების მსოფლიო მაშტაბებით.
ეს ადგილი არის ფილიპინებზე და როგორც ჩანს ინდურად და არაბულად ის როგორც ჯანდაბა წარმოითქმის .
აი წარმოთქმა ინდურად
https://translate.google.ge/#tl/hi/candabaესეც წარმოთქმა არაბულად
https://translate.google.ge/#tl/ar/candabaაი ეს ქალაქი ფილიპინებზე
https://en.wikipedia.org/wiki/Candaba,_Pampangaფილიპინების ისტორიას რომ გადავხედე აღმოჩნდა რომ არაბი ვაჭრები მე-14 საუკუნიდან ჩანან ფილიპინებზე, სულთანატიც დაუარსებიათ და ისლამიც გაუვრცელებიათ 14-ე 16 -ე საუკუნეებში.
არაბულ და ისლამურ სამყაროსთან ჩვენს მაშინდელ მჭიდრო კავშირებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული რომ მათგან გაგვეგო ადგილი ჯანდაბის შესახებ რომელიც ალბათ მაშინდელ მსოფლიოში ქვეყნიერების ბოლოდ ითვლებოდა. თუ ეს ვერსია სწორია მაშინ შესაძლოა გაცილებით ადრე დამკვიდრებულიყო ეს სიტყვა ქართულ ენაში ვიდრე ერეკლე მოხვდებოდა ინდოეთში.
შესაბამისი სფეროს მეცნიერები თუ შემოდიხართ აქ კარგი იქნებოდა თუ დაინტერესდებით ამ ვერსიით.
This post has been edited by ecklesiast on 22 Dec 2015, 01:24