გადავქექე ფორუმი და ნორმალური თემა ვერ ვნახე, ამიტომ გადავწყვიტე თავად გამეხსნა
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კინო უმეტეს შემთხვევებში იდეოლოგიზირებული იყო და ექვემდებარებოდა სასტიკ ცენზურას, რეჟისორები მაინც ახერხებდნენ ხარისხიანი ფილმების შექმნას
საბჭოთა კინემატოგრაფის ოფიციალური ისტორია იწყება 1919 წლის 27 აგვისტოს, როდესაც საბჭოთა სახალხო კომისარიატმა მიიღო დეკრეტი კინოსაქმიანობის ნაციონალიზაციაზე. რუსეთში ეს დღე აინიშნება როგორც კინოს დღე.
საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი სერიოზული და მასშტაბური ფილმი იყო "ჯავშნოსანი პოტიომკინი" (რეჟ: სერგეი ეიზენშტეინი)
ქვემოთ მოყვანილია იმ საბჭოთა ფილმების ჩამონათვალი, რომლებიც მე მაქვს ნანახი
ამ ფილმების სიაში არ შევა ქართული საბჭოთა ფილმები, რადგან მათი თემა უკვე გახსნილია (გამონაკლისია რეჟისორ გირგი დანელიას ფილმები)
მოხარული ვიქნები თუ თქვენც დაამატებთ სხვა ფილმებს
დავიწყებ ყველასათვის ცნობილი კინოსურათებით
1) ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას (ორიგინალში Иван Васильевич меняет профессию)
რეჟისორი: ლეონიდ გაიდაი
ფილმის მთავარმა გმირმა დროის მანქანა გამოიგონა. გაუთვალისწინებელი შემთხვევითობის წყალობით მის ბინაში მოხვედრილი ორი ადამიანი უნებურად რთავს მექანიზმს და 16-ე საუკუნეში მოხვდება, ხოლო რუსეთის მაშინდელი მეფე, ივანე მრისხანე კი თანამედროვე დროში ამოჰყოფს თავს.
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4545116ონლაინში ყურება აქ:
http://www.imovies.ge/movies/25082)კავკასიელი ტყვე ქალი (ორიგინალში Кавказская пленница или новые приключения шурика)
რეჟისორი: ლეონიდ გაიდაი
ფილმის გმირი ცდილობს დაიხსნას მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოიტაცეს, რათა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გაათხოვონ მდიდარ ასაკოვან კაცზე.
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4590507 ონლაინში ყურება აქ:
http://kinogo.co/1562-kavkazskaya-plennica...urika-1967.html3) ბრილიანტის ხელი (ორიგინალში Бриллиантовая рука)
რეჟისორი; ლეონიდ გაიდაი
კომედია მორიდებულ მშრომელზე სემიონ სემიონოვიჩზე, რომელიც გმირულ ბრძოლაში შევიდა კონტრაბანდისტების ჯგუფთან...
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5090848ონლაინში ყურება აქ:
http://www.imovies.ge/movies/44584)12 სკამი (ორიგინალში 12 Стульев)
რეჟისორი: ლეონიდ გაიდაი
რევოლუციისა და მისი შემდგომი სამხედრო კომუნიზმის პერიოდის დროს უამრავი ადამიანი რაც შეიძლება საიმედოდ მალავდა თავის ძვირფასეულობებს. და აი იპოლიტ მატვეევიჩ ვორობიანოვი, მაღალი საზოგადოების ყოფილი წარმომადგენელი, მომაკვდავი სიდედრისგან იგებს, რომ როდესღაც მან თავისი ბრილიანტები და ძვირფასეულობა თორმეტი სკამიდან ერთ-ერთში დამალა. ის და "დიდებული კომბინატორი" ოსტაპ ბენდერი ერთიანდებიან რათა იპოვონ სანუკვარი საუნჯე
ფილმი გადაღებულია იგივე სახელის მქონე წიგნის მიხედვით (წიგნის ავტორები: ილია ილფი და ევგენი პეტროვი)
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4683607ონლაინში ყურება აქ:
http://www.imovies.ge/movies/7965)ოქროს კერპი (ორიგინალში Золотой Теленок)
რეჟისორი: მიხეილ შვეიცერი
ფილმი მოგვითხრობს "დიდი კომბინატორის" ოსტაბ ბენდერის მორიგი თავგადასავლის შესახებ. ამჯერადმან მისი ყურადღების ქვეშ მოექცა იატაკქვეშელი მილიონერი კორეიკო, რომელიც ყველანაირად ცდილობს არ გამოამჟღავნოს თავისი სიმდიდრე
ფილმი გადაღებულია იგივე სახელის მქონე წიგნის მიხედვით (წიგნის ავტორები: ილია ილფი და ევგენი პეტროვი)
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4769148ონლაინში ყურება აქ:
http://www.imovies.ge/movies/378916)ოპერაცია "ი" (ორიგინალში Операция ы и другие приключения Шурика)
რეჟისორი: ლეონიდ გაიდაი
ფილმი შედგება სამი ნოველისგან. მათი მთავარი მოქმედი პირია: ახალგაზრდა სტუდენტი შურიკა, რომელიც სხვადასხვა დაუჯერებელ სიტუაციებში ხვდება
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5103161ონლაინში ყურება აქ:
https://my-hit.org/film/9341/7)ბედის ირონია, ანუ გაამოთ! (ორიგინალში Ирония судьбы или с легким паром)
რეჟისორი: ელდარ რიაზანოვი
მეგობრები წავიდნენ აბანოში, ტრადიციის მიხედვით, რომ ყველაფერი ცუდი წინა წელს გაატანონ და ახალი წელს სუფთები შეხვდნენ, და იმ დონემდე გადათვრნენ(არყით და ლუდით), რომ ლენინგრადში სხვა გააგზავნეს. ასე ანდრეი მიაგკოვი ალექსანდრ შირვინდტის მაგივრად მოხვდა სხვის, მაგრამ "აღმოჩნდა" სხვის, მაგრამ ასეთივე ბინაში, ზუსტად ასეთივე დასახელების ქუჩაზე, ასეთივე ავეჯით, როგორიც თავისია მოსკოვში, სადაც გაიცნო მშვენიერი ქალი...
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4911312ონლაინში ყურება აქ:
http://adjaranet.com/Movie/main?id=64078)იღბლიანი ჯენტლემენები (ორიგინალში Джентльмены удачи)
რეჟისორი: ალექსანდრე სერი
საბავშვო ბაღის დირექტორი ტროშკინი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს კრიმინალს, მეტახელად "დოცენტ" -ს, რომელმაც ალექსანდრე მაკედონელის უძვირფასესი მუზარადი მოიპარა. პოლიცია ტროშკინს დახმარებას სთხოვს და "დოცენტის" მაგივრად აგზავნის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან მუზარადის ადგილსამყოფელის დასადგენად.
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5133412ონლაინში ყურება აქ:
http://www.imovies.ge/movies/18899)სამსახურეობრივი რომანი (ორიგინალში Служебный роман)
რეჟისორი; ელდარ რიაზანოვი
ანატოლი ეფრემოვიჩ ნოვოსელცევი, სტატისტიკური ცენტრის ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელია. ანატოლი ძალიან მორცხვი კაცია. მისთვის ცუდი არ იქნებოდა უფრო მაღალი თანამდებობა. ძველი მეგობარი სამოხვალოვი კი მას რჩევას აძლევს.
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4623068ონლაინში ყურება აქ:
http://adjaranet.com/Movie/main?id=989210)მოსკოვს ცრემლების არ სჯერა (ორიგინალში Москва слезам не верит)
რეჟისორი: ვლადიმერ მენშოვი
არაერთი საერთაშორისო ჯილდოს (მათ შორის "ოსკარის", ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე) მფლობელი ფილმი სამი პროვინციელი გოგონას შესახებ, რომლებიც მოსკოვში ბედნიერების საძიებლად ჩამოვიდნენ.
გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4523062ონლაინში ყურება აქ:
http://adjaranet.com/Movie/main?id=5116P.S. კიდევ არის მრავალი მშვენიერი ფილმი, რომლებსაც აუცილებლად დავამატებ
This post has been edited by Irakli2013 on 18 Dec 2015, 19:27
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig
☩ Дорога возникает под шагами идущего ☩
Anything is possible
--------
Dallas Mavericks
FC Liverpool
--------