ჩემი მეზობელი მომდევნო ზედა სართულიდან ხმაურობს საშინლად, ენით აღუწერელ ხმაზე აკეთებს ელექტრო მუსიკის მიქსებს, აშკარად იყენებს სპეციალურ ელექტრო აპარატურას. ჩამოდის იმხელა ხმა რომ დაუჯერებელია მაგ დოზით როგორ აღწევს კედლებში, ამასთან ვიბრაცია ძალიან ძლიერია. უმეტესად ღამის საათებში, თუმცა რადგან უსაქმურია დღისითაც არაერთხელ მოუწყვია ეს პერფორმანსი რამდენადაც ვიცი ჩემი ოჯახის წევრისგან.
მისთვის თხოვნას ძალიან ხანმოკლე შედეგი მოყვება, შეიძლება მაქსიმუმ იმ დღეს აღარ განმეორდეს ესეთი რამ. სახლში ვბრუნდები დაღლილი, მინდა დასვენება, დაძინება, კითხვა და ა.შ. გარდა ამისა არავის აქვს უფლება მაიძულოს საკუთარ სახლში რამის მოსმენა სისტემატურად, ჩემი ცხოველები კი შეშინებულები არიან უცხო ხმაურისგან და მათზეც ვნერვიულობ.
იქნებ გქონდეთ გამოცდილება ან იდეა როგორ შეიძლება ამ საკითხს სამართლებრივად მივუდგე? რომ გამოვიძახო საპატრულო პოლიცია, შემდეგ მოვიდნენ და უკვე გაჩუმებული იყოს, როგორ დავუსაბუთო რაც ხდება? მითუმეტეს რომ ხანგრძლივობა ძალიან არაპროგნოზირებადია, ზოგჯერ საათობით არ ჩერდება, ზოგჯერ დაუკრავს 10 წუთი და გაჩერდება. სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემის გადაჭრის გზას, სასამართლოში ჩივილი ესეთი გარემოებებით სასაცილო იქნება. ნამდვილად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიმართ არსებული რაიმე ბერკეტი უნდა მოიძებნოს ესეთი სისტემატური ინტერვენციის მიმართ. წესით
This post has been edited by before_anyone_else on 19 Dec 2015, 16:09
Prove them wrong.