წინააღმდეგობის მოძრაობამ “ციხის ჯალათების “ 29 კაციანი სია გამოაქვეყნაhttp://epn.ge/?p=83063დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე წინააღმდეგობის მოძრაობის მედია-ომბუდსმენმა ირმა ინაშვილმა “ციხის ჯალათების “ 29 კაციანი სია გამოქვეყნა, რომელიც სია პატიმართა ჩვენებების საფუძველზე შედგა. უცვლელად გთავაზობთ ირმა ინაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მასალას.
1.ხათუნა კალმახელიძე, “სიკვდილის ექსპორტის“ მინისტრი – ნომერ პირველი ჯალათი! მისი მინისტრობის პერიოდში პატიმრებს მასობრივად აწამებენ. დღემდე არც ერთი ჯალათი დასჯილი არაა;
2.ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა“ – გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი. მის სახელს უკავშირდება ასობით პატიმრის წამება. პროფესიით ექიმი “ქილერა“ სასჯელაღსულების სისტემაში (ახალაიასთან ერთად) 2006 წელს მივიდა და აქტიურად ამკვიდრებდა პატიმრების წამების იმ მეთოდებს, რომლებსაც დღესაც იყენებენ;
3.მეგის ქარდავა – ახალაიას თანაგუნდელი, სისასტიკით გამორჩეული ჯალათი, რომელიც ახალაიების მარჯვენა ხელად ითვლება. პენიტენციურ სისტემაში ბაჩო ახალაიასთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც ახალაია თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, ქარდავა სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში გადაანაცვლეს, მაგრამ მისი “ძლიერი“ ხელი პატიმრებს მაინც სწვდებოდა. მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას საქმე ამ სადიზმის მკაფიო გამოხატულებაა. არქანია სცემეს, საკუთარი ჩვენება აჭამეს, ჯერ გაუპატიურებით დაემუქრნენ და შემდეგ მისი გაუპატიურება სცადეს. პარალელურად, ფოტოებს უღებდნენ და ამ ფოტოების ინტერნეტში გავრცელებით ემუქრებოდნენ. მალხაზ არქანიას წამების უშუალო მონაწილე სწორედ მეგის ქარდავა გახლდათ, რომელიც არქანიას საწამებლად N8 საპყრობილეში სპეციალურად შევიდა. სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე კადრების ინფორმაციით, მეგის ქარდავა არქანიას საქმის გახმაურებას გადაჰყვა; ცნობილი ჯალათი- მეგის ქარდავა (არქანიას წამების საქმის გახმაურების შემდე) ახალაიას მამამ თბილისში, შვილთან, თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა.
4.გოგა ბუთლიაშვილი – გლდანის N8 საპატიმრო დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი. სასჯელაღსრულების სისტემაში “ქილერას“ თანმხლები პირია და მის მარჯვენა ხელად ითვლება; ბუთლიაშვილი უშუალოდ სცემს და აწამებს პატიმრებს; ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორობიდან “სიპიტის“ (ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო) მიერ, 2009 წლის სექტემბერს გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ გადააყენეს, მაგრამ დასჯით არ დაუსჯით. ის დღეს მუხაძის ერთ–ერთ ხელქვეითად მუშაობს, გლდანის N8 საპყრობილეში;
5.თამაზ მელაძე – გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი. ეს თანამდებობა მასაც ”სიპიტის” მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ დაატოვებინეს, მაგრამ მელაძე პატიმრების წამებისთვის არავის დაუსჯია;
6.რობერტ არაქელოვი – განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჯალათი, ქსნის საპატიმრო დაწესებულების ყოფილი დირექტორი. თანამდებობა მასაც “სიპიტის“ დასკვნის შემდეგ დაატოვებინეს, მაგრამ არც ის დაუსჯია ვინმეს;
7.ავთო პოპიაშვილი
8. გიორგი ბიწაძე – ციხის სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები; ისინი 2010 წელს სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდნენ, როგორც პატიმრების მწამებლები; ნაწამები ჰყავთ ათობით პატიმარი.
9. დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გიორგი კოხრეიძე და
10. რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა – 2010 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ღამის ათ საათზე სპეცრაზმმა პატიმრები დაბა ქსნის №15 დაწესებულებაში სასტიკად ცემა; ისინი გააშიშვლეს და სპეცრაზმის ე.წ. ცოცხალ კორიდორებში გავლისას რეზინის ხელკეტებით სადისტურად ცემეს. ამ საქმეში სპეცრაზმელებს გიორგი კოხრეიძე და ლევან ლეჟავაც ეხმარებოდნენ;
11. ქიტესა გულისაშვილი
12. გელა ოსიავა – დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების გამორჩეული ჯალათები. ნაწამები ჰყავთ არა ერთი პატიმარი;
13.ლაშა ბრეგვაძე – ეს ადამიანი რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებას ხელმძღვანელობს. ითვლება ახალაიას კლანის წევრად – პენიტენციურ სისტემაში ახალაიას მისვლის შემდეგ გამოჩნდა. ახლო წარსულში რუსთავის N6 საპყრობილეს ხელმძღვანელობდა. ბრეგვაძის სახელი სულ ცოტა ხნის წინ წამოტივტივდა, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადესთან მიმართებაში. პატიმრის მიერ დაწერილ განცხადება–საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრეგვაძე მის მოადგილესთან, დავით ბუხრაშვილთან ერთად მამედ–ზადეს სასტიკად აწამებდა;
14.დავით მარგებაძე, რუსთავის N6 საპყრობილის დირექტორი – პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის წამებაში მონაწილეობდა; კახაბერ თედლიაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამკვიდრებდნენ თვითმკვლელობის ვერიას, მაგრამ ადვოკატთა და ექსპერტთა განმარტებით, თედლიაშვილი მოკლეს.
15.ჯონი ივანიშვილი, რუსთავის N6 საპყრობილის თანამშრომელი – ასევე, მონაწილეობდა კახაბერ თედლიაშვილის წამებაში;
16.ვინმე ანგო, გლდანის N8 საპყრობილე; სასტიკად აწამებს პატიმრებს;
17.დათო ხონსკი, გლდანის N8 საპყრობილე; სასტიკად აწამებს პატიმრებს;
18.გოდერძი გუნიავა, N7 საპყრობილის დირექტორი – აწამა გაიოზ ზვიადაძე;
19.ექიმი გია კირკიტაძე, რუსთავის N6 საპყრობილეში მუშაობს; მხილებულია პატიმართა წამებაში;
20.ექიმი აფციაური, რუსთავის N17 დაწესებულება; მხილებულია პატიმართა წამებაში;
21. შოთა თოლორდავა, ქსნის მე-15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი; მხილებულია პატიმართა წამებაში;
22.კესო დანელია, ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის N5 დაწესებულების ექიმი; მხილებულია პატიმართა წამებაში;
23. დიმიტრი ჩხეიძე, ქსნის ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი; სასტიკაც ცემა პატიმარი ილია ჭიჭიბოშვილი;
პოლიტპატიმარ ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ: 24. გლდანის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი ბექა მჟავანაძე,
25.ბაკურ ქავთარაძე,
26.რომან მიქავა,
27. ექიმები: ნუნუ მჭედლიშვილი და
28. მაყვალა მღებრიშვილი;
29. ზაზა ზარნაძე- რუსთავის მე-6 დაწესებულების სოციალური გამყოფილების თანამშრომელი. პატიმრებზე მიზანმიმართულ ფისიქოლოგიურ ზეწოლას და დაშინებას ახორციელებს.
ამონარიდი ”სიპიტის” (ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო) დასკვნიდან:
2010 წლის მონაცემებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ”სიკვდილის ექსპორტს” შემდეგ კლინიკებში ახორციელებდა:
წამყვან ადგილზე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი იყო, სადაც ქალაქის საავადმყოფოში გარდაცვლილ პატიმართა 43%-იანი წილი მოდის;
მეორე ადგილზე ღუდუშაურის კლინიკა, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 33,8%-ს შეადგენს;
ხოლო 2010 წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა მესამე (ახალი) დაწესებულება – თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, სადაც გარდაცვალების 12,35% მოდის.
This post has been edited by Taraskoneli on 15 Oct 2011, 17:58
" თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან! როდის დგება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს!.." –– ვაჟა ფშაველა