იმიტომ რომ უნივერსიტეტის დამთავრების მერე სამსახურის შოვნის მეტი შანსი მექნება და უმუშევარი არ დავრჩები. ვიცი ბევრი მეუბნება უნდა გიყვარდეს შენი საქმე და მაგაზე არ იფიქროო, ვეთანხმები, მაგრამ არის ერთი რამ:
ვარ ერთ-ერთი ჩვეულებრივი აბტურიენტთაგანი რომელსაც ბავშვობიდან არ ჰქონდა იმის მისწრაფება რომ გამოსულიყო ძლიერი ადვოკატი და სამართლის სფეროში უდანაშაულები დაეცვა

, არც განსაკუთრებულად მინდოდა გმირობა (გმირობა ყველა ბავშვს უნდა ბავშვურად მაგრამ ეგ მისწრაფება მოზარდობამდე არ გამომყოლია) ამიტომ არ ვირჩევ მეხანძრეობას (ისე კი იყო დრო როცა მინდოდა მეხანძრეობა და ჯარისკაცობა დიდი ხნის მანძილზე), არც მფრინავობა მიტაცებს და არც ეკონომისსტობა. სიმართლე გითხრა არც ტექნოლოგიებისადმი ინტერესს ვიჩენდი ბავშვობიდან
უბრალოდ სკოლაში კარგად ვწავლობ ტექნიკურ საგნებს და არამრტო მათ. მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანია და ვფიქრობ კარგი პროფესიის არჩევას და ერთ-ერთ ასეთად პროგრამირება მესახება
სულ ეს არის (ბევრი რამის დაწრა მომიწია და ბევრიც არ დავწერე), ვიცი ფორუმი არ არის ის ადგილი სადაც შენი მომავალი უნდა განსაზღვრო მარა კაი ადგილია რჩევების მისაღებად
ეს კითხვა დავწერე იმიტომ, რომ უბრალოდ მაინტერესებდა რას ნიშნავს სისტემური პრგრამირება, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და ა.შ.