სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვას გეგმავს
2015-12-21 17:05:00
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა.
მისი თქმით, მოხდება კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა.
„მიმდინარე წელს მოხდა აუდიტორული კომპანიის მიერ სოკარისა და საქორგგაზის აქტივების შეფასება, ინვენტარიზაცია და დოკუმენტური დადასტურება. შესაბამისად, მეთოდოლოგიის საფუძველზე მოსდება ტარიფებში გათვალისწინებული კომპონენტების, შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიების ხარჯების, შემოსავლებისა და საინვესტიციო გეგმების შესწავლა“, - აღნიშნა მილორავამ.
მილორავას თქმით, ტარიფის გადახედვა არ ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის გაიზრდება.
შეგახსენებთ, 2015 წელს ტარიფის გადახედვის შემდეგ ელექტრონერგიის საფასური გაიზარდა.
„სემეკის“ გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მომხმარებლებს 3.95 თეთრით გაუძვირდათ. ახალი ტარიფი მიმდინარე წლის ბოლომდე მოქმედებს. ასევე ელექტროენერგია გაუძვირდათ თბილისის მაცხოვლებლებსაც.
http://newposts.ge/wap.php?ID=95112